შულავერი
იერსახე
| შულავერი სომხ. Շուլավեր | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები |
ქვემო ქართლის მხარე ლორეს პროვინცია |
| სათავე |
ლოქის ქედი 41°11′41″ ჩ. გ. 44°35′38″ ა. გ. / 41.194750° ჩ. გ. 44.593917° ა. გ. |
| სათავის მდებარეობა | სომხეთი |
| შესართავი |
ხრამი 41°24′14″ ჩ. გ. 44°50′09″ ა. გ. / 41.403972° ჩ. გ. 44.836056° ა. გ. |
| შესართავის მდებარეობა | საქართველო |
| სიგრძე | 38 კმ |
| აუზის ფართობი | 177 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 0,44 მ³/წმ |
|
| |
შულავერი (სომხ. Շուլավեր) — მდინარე საქართველოსა და სომხეთში. მოქცეულია მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ლორეს პროვინციაში.[1] სათავე აქვს ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ლალვარის მახლობლად.[2] ხრამის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 38 კმ, აუზის ფართობი 177 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში, წყალმოვარდნები ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,44 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 197.
- ↑ Топографическая карта K-38-102 - 1 : 100 000. Алаверди. 1976
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 55.