შუვალოვის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუვალოვის სასახლე
Шуваловский дворец
კოორდინატები 59°56′07″N 30°20′15″E / 59.935256° ჩ. გ. 30.3375° ა. გ. / 59.935256; 30.3375
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი საბა ჩევაკინსკი
სტილი ბაროკო
თარიღდება 1753-1755
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810535000

შუვალოვის სასახლე (რუს. Шуваловский дворец) — ილია შუვალოვის სასახლე, რომელიც აგებულია ბაროკოს სტილში. იგი მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში იტალიური ქუჩის კუთხეში და ქალქში მდებარე შუვალოვების სასახლეებიდან ერთ-ერთს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1727-1797 წლებში აღნიშნული მიწის ნაკვეთი ილია შუვალოვს. სასახლე შენდებოდა 1753-1755 წელებში არქიტექტორ ს. ი. ჩევაკინსკის მიერ. 1755 წლისთვის სასახლის აშენება უკვე დასრულებული იყო, სწორედ ამის შემდეგ აქ დასახლდა ივანე შუვალოვი, თავის მეუღლე გრაფინია მავრასთან ერთად. ამ შენობის სათავსოებში განთავსდა ივან ივანეს ძე შუვალოვის ნამუშევრების გალერეა. 1770-იანი წლების შუა რიცხვებში ინტერიერი ახალი მფლობელის, პრინც ალექსანდრე ვიაზემსკის დაკვეთით ხელახლა გადაკეთდა.

XVIII საუკუნის მიწურულიდან 1917 წლამდე, შენობაში განთავსებული იყო რუსეთის იმპერიის იუსტიციის სამინისტრო, შემდეგ კი სახლი ეკუთვნოდა დროებით მთავრობას.

აქ 1918 წლიდან, მოქმედებს სამედიცინო პრევენციის ცენტრი, ჰიგიენის მუზეუმი. მუზეუმში დაცულია ექსპონატები, რომლებიც ასახავენ და მოგვითხრობენ სწორედ ჰიგიენასთან დაკავშირებულ ამბებზე.

სასახლე სრულად აერთიანებს ელისაბედისეული ბაროკოს ტიპურ მახასიათებლებს - ნათელი ფასადი, მოპირკეთება და გაფორმება. შენობის აშენების პროცესში გამოყენებულია სხვადასხვა სახის დეკორები, სვეტები, თაღები და მცირე ზომის სკულპტურები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Зодчие Санкт-Петербурга. XVIII век / сост. В. Г. Исаченко; ред. Ю. Артемьева, С. Прохватилова. — СПб.: Лениздат, 1997. — 1021 с. — ISBN 5-289-01585-X.
  • Зодчие Санкт-Петербурга. XIX — начало XX века / сост. В. Г. Исаченко; ред. Ю. Артемьева, С. Прохватилова. — СПб.: Лениздат, 1998. — 1070 с. — ISBN 5-289-01586-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]