შინაარსზე გადასვლა

შუგარ რეი რობინსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეი რობინსონი
საერთო ინფორმაცია
დაიბადა 3 მაისი, 1921
ჯორჯია, აშშ
გარდაიცვალა 12 აპრილი, 1989 (67 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ყირა 184 სმ
სიმაღლე 180 სმ
პროფესიონალური კარიერა
ბრძოლა 200
მოგება 173
მოგება ნოკაუტით 109
წაგება 19
ფრე 6
შუგარ რეი რობინსონი 1966 წელს.

უოკერ სმით უმცროსი ცნობილი, როგორც შუგარ რეი რობინსონი (ინგლ. Sugar Ray Robinson), (დ. 3 მაისი, 1921, ჯორჯია, აშშ — გ. 12 აპრილი, 1989, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე რომელიც ასპარეზობდა 1940–1965 წლებში. 1990 წელს შეყვანილი იქნა მსოფლიო კრივის დიდების დარბაზში. ბევრის აზრით მიჩნეულია როგორც ყველა დროის საუკეთესო მოკრივე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუგარ რეი რობინსონი დომინირებდა სამოყვარულო კრივში, თუმცა ამ მხრივ მისი შედეგები ცნობილი არ არის. ის გახდა პროფესიონალი მოკრივე 1940 წელს, 19 წლის ასაკში და 1951 წლისთვის მისი შედეგები მოიცავდა 128 გამარჯვებას (84 ნოკაუტი), 1 წაგებას და 2 ფრეს. 1943–1951 წლებში რობინსონმა დააფიქსირა ხანგრძლივი წაუგებელი სერია, რომელიც შეადგენდა 91 ბრძოლას, ამ მაჩვენებლით იგი მესამეა პროფესიონალური კრივის ისტორიაში. 66,67 კგ წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამარს ფლობდა 1946-დან 1951 წლამდე. 1951 წელს იგი გახდა ჩემპიონი 72,57 კგ წონით კატეგორიაში, ერთი წლის შემდეგ კარიერა დაასრულა, თუმცა 1955 წელს კვლავ დაუბრუნდა კრივს და დაიბრუნა საშუალო წონის ჩემპიონის ქამარი. ამ მიღწევით შუგარ რეი რობინსონი გახდა, ისტორიაში პირველი მოკრივე, რომელმაც მოახერხა ცალკეულ წონით კატეგორიაში ჩემპიონობის მოპოვება 5-ჯერ. დასახელებულია წლის საუკეთესო მოკრივედ ორჯერ: 1942 და 1951 წლებში. კრივის ისტორიკოსმა ბერტ შუგარმა, 2002 წელს, რობინსონი დაასახელა ყველა დროის საუკეთესო მოკრივედ. ჟურნალმა The Ring, სიაში „უკანასკნელი 80 წლის 80 საუკეთესო მოკრივე“, შუგარ რეის მიანიჭა პირველი ნომერი.

შუგარ რეი რობინსონი გარდაიცვალა 1989 წლის 12 აპრილს, ის გამოსახულია ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო მარკაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]