შუა ქალაქში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შუა ქალაქში
შუა–ქალაქში–პოსტერი.jpg
პოსტერი
ფორმატი სიტკომი
ავტორი ღამის შოუ სტუდია
დავით გოგიჩაიშვილი
სცენარი გიორგი ჯანელიძე
ირაკლი ვახტანგიშვილი
ირაკლი კალანდაძე
გუჯა მაჭარაშვილი
პაატა მეიშვილი
რეჟისორი გოჩა კორხელაური
მონაწილეობენ ოთარ ტატიშვილი
მაია დობორჯგინიძე
გოგა ბარბაქაძე
თათული ედიშერაშვილი
თამუნა ნიკოლაძე
ბაჩო ქაჯაია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
კომპანია
პროდიუსერ(ებ)ი დავით გოგიჩაიშვილი
ირაკლი კაკაბაძე
ხანგრძლივობა 40 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი ტელეკომპანია იმედი
პირველად ეთერში 23 სექტემბერი, 2007
უკანასკნელად ეთერში 9 ივლისი, 2013

შუა ქალაქში“ — ქართული სიტკომის ჟანრის სერიალი მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბანში (ვაკეში) ცხოვრობენ. სერიალი დადგმულია სტუდია ღამის შოუს მიერ. სერიალი ექვსი წლის განმავლობაში გადიოდა ტელეკომპანია იმედის ეთერში. პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 23 სექტემბერს, ხოლო ბოლო, მეთექვსმეტე სეზონი 2013 წლის 9 ივლისს დასრულდა. შუა ქალაქში განახლდა 2014 წლის 13 ოქტომბერს როგორც „10 წლის შემდეგ“. მისი ჩვენება 2017 წლის მარტში დასრულდა.

ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი გადაღებულია სიტკომის ფორმატში. ღამის შოუ სტუდიამ ეს ფორმატი, როგორც სხვა გადაცემების შემთხვევაში („ღამის შოუ“, „შაბათის შოუ“, „კანდიდატი“ და სხვა) ამერიკული ანალოგებიდან გადმოიღო (მაგ. „მეგობრები“).

ღამის შოუ სტუდიის შემადგენლობა 2007 წლის ზაფხულში გაემგზავრა ამერიკაში, შეხვდა პოპულარული სიტკომების პროდიუსერებსა და სცენარისტებს, დაესწრო ჩაწერების პროცესს. გარდა ამისა, გაიარა ტრენინგი “Warner Brothers Studios”-ში და მოიპოვა ამ ფორმატის კეთების უფლება. შოუს სტილი და იუმორი მისი მასობრივი პოპულარობის მიზეზი გახდა. სერიალის პირველი სერია ეთერში 2007 წლის 23 სექტემბერს გავიდა. სერიალი ეთერში გადიოდა ყოველ შაბათსა და კვირას, საღამოს 10 საათზე, იმედის არხზე.

სიუჟეტი და გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი 8 მეგობრის ირაკლის, მარიკას, დათოს, ანანოს, სანდროს, ეკას, ქეთევანისა და თამარის შესახებ მოგვითხრობს, რომელებიც თბილისში ვაკეში ცხოვრობენ. ირაკლი ჩხეიძე ექიმია და ქვეყნის მთავარ საავადმყოფოში მუშაობს. მარიკა ირაკლის მეუღლე და დიასახლისია, დათო ალექსიძე მარიკას ბიძაშვილი და მხატვარია, რომელიც ცოლთან გაშორების შემდეგ ტავის ბიძაშვილ მარიკასთან და მის მეუღლე ირაკლისთან ბინაში გადადის საცხოვრებლად. ეკა წარმატებული კომპანიის მენეჯერი და მეგობრების მარიკას, ანანოს, ქეთევანის, თამარის და სანდროს თანაკლასელია, ანანო აგროსპეციალისტი და მეგობრების თანაკლასელია, ძალიან უყვარს ბუნება და ცხოველები. სანდრო მახარაძე იურისტია, რომელმაც განათლება ლონდონში მიიღო და ამით ძალიან ამაყობს, თუმცა რეალურად არც ისეთი განათლებულია, როგორსაც ახასიათებს საკუთარ თავს. ქეთევან და თამარ ღლონტები დები არიან, რომლებიც ირაკლისა და მარიკას მეზობლად ცხოვრობენ და მეგობრების თანაკლასელები არიან.

სერიალი 2 ეტაპად იყოფა: მთელი 10 სეზონის განმავლობაში, მასში ერთი და იგივე გმირები მონაწილეობდნენ, მეთერთმეტე სეზონიდან კი ახალი ეტაპი დაიწყო და სერიალის ძველი გმირების უმეტესობა ახლით ჩანაცვლდა.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი გმირი სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
ოთარ ტატიშვილი '''ირაკლი ჩხეიძე''' - ექიმი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. მთავარ როლში
მაია დობორჯგინიძე '''მარიკა ჩხეიძე''' - ირაკლის ცოლი და დათოს მამიდაშვილი. მთავარ როლში
გოგა ბარბაქაძე '''დათო ალექსიძე''' - მარიკას ბიძაშვილი, მხატვარი, მთავარ როლში
თათული ედიშერაშვილი '''თამარ ღლონტი''' - ვახოს ცოლი და ქეთევანის და. მთავარ როლში
თამუნა ნიკოლაძე '''ქეთევან ღლონტი''' - ლაშას ცოლი და თამარის და. მთავარ როლში
ჯაბა კილაძე '''სანდრო მახარაძე''' - მსახიობი და სალომეს ქმარი, სწავლობდა ლონდონში. მთავარ როლში
მარიამ ჯოლოგუა '''ანანო''' - მარიკას სკოლის ამხანაგი და დათოს ძველი შეყვარებული, მუშაობს გარემოს დაცვის სამინისტროში. მთავარ როლში
ქეთა ლორთქიფანიძე '''ეკა''' - ბორტგამცილებელი, გმირების კლასელი და მეგობარი, ჰყავდა მრავალი ქმარი. მთავარ როლში
სალომე ჭულუხაძე '''სალომე მინაშვილი''' - ბარის მიმტანი და სანდროს ცოლი. მოწვეული
ბაჩო ქაჯაია '''ლაშა ტორონჯაძე''' - ქეთევანის ქმარი და დედას ბუშტი, სტომატოლოგი მოწვეული მთავარ როლში
ლელა მებურიშილი '''თიკა''' - მარიკას მეგობარი და გმირების ახალი მეზობელი, მუშაობს ბანკში, შემდგომ ბარში მთავარ როლში
კახა ჯოხაძე '''ვახო კვარაცხელია''' - მეგობრების ახალი მეზობელი და თამარის ქმარი. მოწვეული მთავარ როლში
ნოდარ გურგენაშვილი '''პაატა ფერაძე''' - ლაშა მეგობარი და მეზობელი, მიმტანი ბარში . მოწვეული მთავარ როლში
რატი გოგატაშვილი '''ნიკა''' - ელენეს შვილი, ლაშას დისშვილი. მთავარ როლში
გოგა ვეშაპიძე '''ფიზიკოსი''' - ლაშას, ელენეს და პაატას მეზობელი. მთავარ როლში
ერეკლე გეწაძე '''გუგა''' - ლაშას, ელენეს და პაატას მეზობელი. მთავარ როლში
ვერიკო კალანდარიშვილი '''ნუცა''' - ლაშას, ელენეს და პაატას მეზობელი. მთავარ როლში
ზურა იშხნელი '''შეგირდი''' - ფიზიკოსის მეგობარი და დამხმარე მთავარ როლში
სოსო გოგიჩაიშვილი '''ბაბუა''' - პაატას ბაბუა მთავარ როლში
ნინო მითაიშვილი '''ელენე''' - ლაშას და. მოწვეული მთავარ როლში
ქეთი კანტიძე '''ნუნუ''' - ლაშას, ელენეს და პაატას მეზობელი. მთავარ როლში
ნუგზარ ჩიქოვანი '''ფრიდონი''' - ლაშას, ელენეს და პაატას მეზობელი. მთავარ როლში
ირაკლი ფრანგიშვილი '''რატი''' - პაატას ნათესავი. მთავარ როლში
ნუკი კოშკელიშვილი '''სოფი''' - ელენეს მეგობარი. მთავარ როლში
ქეთი გეგეშიძე '''მარინა''' - ახალი მეზობელი. მოწვეული მთავარ როლში
დიმიტრი ტატიშვილი '''გია''' - ახალი მეზობელი. მოწვეული მთავარ როლში

ეპიზოდურ როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეტაპის ეპიზოდურ როლებში მონაწილეობენ:

  • გია მუჯირი- საშა, ჩხეიძეების მეზობელი
  • სანდრო მარგალიტაშვილი - ჯიბო, დათოს მეგობარი
  • რეზო ბაღაშვილი - მამა #1
  • მერაბ დევიძე - მამა #2
  • ნინო ხომასურიძე - მიმტანი #1
  • ეკა ლობჟანიძე - მიმტანი #2
  • თამარ სხირტლაძე - ბებია
  • ქეთევან გუგეშიძე - ირაკლის დედა
  • ნინო კობერიძე - ცისანა, მარიკას დედა, ირაკლის სიდედრი
  • გოგა ჩხეიძე - მთხრობელი
  • მაია ტატიშვილი - ნათელა
  • ტატო ჭოხონელიძე
  • თიკო სოხაძე - ნინი, დათოს მეგობარი
  • თემურ კილაძე - სოლომონი
  • მარიამ კაკაბაძე - ჟურნალისტი
  • დათო მაჭავარიანი - გოჩა
  • სოფია მაიერი - გვანცა ღლონტი
  • ვასილ ქართველიშვილი - ფოტოგრაფი
  • ნინო გუდავაძე - გიდი
  • გიგი გოგოლაძე - დიმიტრი
  • ნიკა გარსენიშვილი - მოთამაშე
  • ჯუკა წიკლაური - ჯადოქარი
  • ბაქარ გელაშვილი - ჯაფარიძე
  • კახა კეპულაძე - ექიმი
  • ეკა კიკვაძე - ექთანი ნათია
  • ვანო ჭელიძე
  • ირაკლი შენგელია
  • კახა მიქიაშვილი - რეზო
  • თორნიკე ფრანგიშვილი
  • ცისია მეტრეველი - ირინკა
  • ეჯა ჯამაგიძე - ვიკა
  • ნანუკა ბაკურაძე
  • ანი ბეშიტაიშვილი
  • ანი თოფურიძე
  • ანი ჭუმბურიძე

პირველი ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადრი სერიალის პირველი სეზონიდან (დათო (გოგა ბარბაქაძე) მარცხნივ და ირაკლი (ოთარ ტატიშვილი) მარჯვნივ).

"შუა ქალაქში"-ს პირველი ეტაპი არის რამდენიმე მეგობარზე, რომლებიც სასაცილო სიტუაციებში ვარდებიან.

2010 წლის სექტემბერში, მე-9 სეზონიდან, სცენარისტების გადაწყვეტილებით სერიალი სამმა მთვარმა პერსონაჟმა „სანდრომ“, „ანანომ“ და „სალომემ“ დატოვა.

2011 წელს სექტემბერში მორიგი, მე-11 სეზონის დაწყების შემდეგ, მაყურებლისთვის ცნობილი გახდა, რომ სერიალში ძველი გმირებიდან მხოლოდ ლაშა (ბაჩო ქაჯაია) და პაატა (ნოდარ გურგენაშვილი) დარჩა. სერიალის პირველი ეტაპი დასრულდა.

მეორე ეტაპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„შუა ქალაქშის“ მეორე ეტაპი მე-11 სეზონიდან იწყება. ამ ეტაპზე სერიალს ახალი გმირები შეემატა.

შემოქმედებითი ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტის მენეჯერი

  • დავით გოგიჩაიშვილი

აღმასრულებელი პროდიუსერი

  • ირაკლი კაკაბაძე

პროექტის დირექტორი

  • ვანო ჭელიძე

დამდგმელი დირექტორი

  • გოჩა კორხელაური

სცენარის ავტორები

  • გიორგი ჯანელიძე
  • ირაკლი ვახტანგიშვილი
  • გუჯა მაჭარშვილი
  • პაატა მეიშვილი
  • ირაკლი კალანდაძე

სცენარი

  • ლევან კვარაცხელია
  • თენგო მეგრელიშვილი
  • გიორგი კაპანაძე

კომპიუტერული გრაფიკა და რედაქტირება

  • ვახო კაკაურიძე
  • მერაბ დევიძე
  • გიორგი ზენაიშვილი

დამდგმელი ოპერატორები

  • ირაკლი გოქაძე
  • ლევან გაბუნდაშვილი

ოპერატორები

  • მერაბ კიკნაძე
  • გიორგი ბენდიაშვილი
  • ბექა შაკაშვილი

მხატვარი

  • ეკა ამაშუკელი

სეგმენტი-პროდიუსერები

  • მარიამ მდინარაძე
  • ნინი კინწურაშვილი

კოორდინატორი

  • ეკა კიკვაძე

სტუდიის დიზაინი

  • ვანო ჭელიძე
  • ეკა ამაშუკელი

დეკორატორები

  • გელა გელაშვილი
  • თენგო ამირიძე

ხმის ოპერატორი

  • გიორგი სარალიძე

განათება

  • ირაკლი გოკაძე
  • ვალიკო მაჩაბელი
  • დავით კუპატაძე

მუსიკის ავტორი

  • გიგა მიქაბერიძე

შესავალის გრაფიკა

  • ეკა ბიჭიაშვილი

სტუდიის ინჟინრები

  • იური აგენიანი
  • ავთო ქაჯაია
  • გია მერაბიშვილი
  • რამაზ დანელია

მაკიაჟი

  • ირინა იამანიძე

ოპერატორების ასისტენტი

  • გიორგი ჩიღლაძე

ფორმატის კონსულტანტები

  • მიტ სემუელი
  • ბილ პერსკი
  • ჯონ მარკუსი
  • ნორმ გუნზენჰაუერი
  • ბრიუს ფერბერი
  • კრეგ კნაიზგი

სერიალის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის ივლისის ბოლოს, „შუა ქალაქში“ მეთექვსმეტე სეზონი და ამასთან მთლიანად სერიალიც დასრულდა. „შუა ქალაქშის“ საეთერო დრო ტელე-იმედზე ახალმა სიტუაციურმა კომედიამ - „ჩვენი ამბავი“ დაიკავა.

სერიალის დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ „შუა ქალაქში“ ძველი შემადგენლობით და ახალი სახელით — „შუა ქალაქში 10 წლის შემდეგ“ დაუბრუნდებოდა ტელემაყურებლებს[1]. განახლებული სერიალი „Tv11-სა“ და „მაესტროზე“ გავიდა. პირველი სეზონის დასრულების შემდეგ მეორე სეზონიდან "შუა ქალაქში" კვლავ ტელეკომპანია „იმედს“ დაუბრუნდა. სერიალი მეშვიდე სეზონის მერე დახურეს. უკანასკნელის ბოლო, მეათე ეპიზოდი, 2017 წლის 25 მარტს გავიდა ეთერში.

სერიალის განმეორება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის დასაწყისში, ტელეკომპანია იმედიმა სერიალი თავიდან ჩაუშვა თავის საეთერო ბადეში. სერიალმა ისევ დიდი რეიტინგი მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში და ბევრ წარმატებულ შოუს და ტელესერიალს მოუგო რეიტინგებში.

DVD გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონების DVD-ები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1-1. შუა ქალაქში სეზონი 1 - გასაჭირი თბილისში
  • 1-2. მთლიანი პირველი სეზონი
  • 2-1. მეორე სეზონი + რაც ეთერში ვერ მოხდა.
  • 2-2. სეზონი 2 - გაგრძელება
  • 3-1. მესამე სეზონი + გადაღება
  • 3-2. სეზონი 3 - საუკეთესო დრო
  • 4. სეზონი 4 - კომედიები უახლეს სეზონში
  • 5. საპრემიერო სეზონი (5) - სიცილის ადგილი
  • 6-1. TRED-სერიები შუა ქალაქის (მე-6 სეზონი)
  • 6-2. სეზონი 6 - სახლში საერთოდ არ მოგწყინდება
  • 7. სეზონი 7 - მთლიანი კომედია
  • 8. სეზონი 8

სხვა DVD-ები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შუა ქალაქში საუკეთესო 10 სერია (არაოფიციალური)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]