შუა სბის მესამე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუა სბის მესამე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სბაში, აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი აგებულია ფლეთილი ქვით და დუღაბით. შემორჩენილია ოთხი სართული. პირველი სართული ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით. მეორე სართულის დასავლეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი შესასვლელი. შეინიშნება დუღაბის კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004