შუა კოზის გიორგობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუა კოზის გიორგობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა კოზში. აგებულია შუა საუკუნეებში. ძეგლი შემორჩენილია ნანგრევის სახით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა და შირიმი. დუღაბი სქელია. გეგმა არ იკითხება. ნანგრევებიდან მოშორებით მოწყობილია სალოცავი ნიში, რომლის წყობაში ჩატანებულია ეკლესიის სარკმლის სამმაგლილვიანი სათაურის ნაწილი და დეკორატიული კვადრი. ნიში ძირითადად ნაგებია შირიმის ქვით. სავარაუდოა, რომ ნანგრევი წარმოადგენს ძველი ეკლესიის კედლების შემავსებელ ფენას, ხოლო შირიმის კვადრები, რომლითაც ნიშია აგებული, ეკლესიის საპირე ქვას. ანალოგების საფუძველზე ძეგლი შეიძლება გარდამავალ პერიოდს მივაკუთვნოთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004