შუა კოზი
შუა კოზი — სოფელი საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტის ჩასავლის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე).
მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, კოზის ტბის ნაპირას, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე. წარსულში სოფელ კოზის ერთ-ერთი უბანი. 1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონში. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 95 მცხოვრები (ოსები). სოფელში შემორჩენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი — შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 50.
| |||||||||||||