შუა ალეჩის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუა ალეჩის მყინვარი
გერმ. Mittelaletschgletscher
შუა ალეჩის მყინვარი
შუა ალეჩის მყინვარი
კოორდინატები: 46°27′24″ ჩ. გ. 8°01′19″ ა. გ. / 46.45667° ჩ. გ. 8.02194° ა. გ. / 46.45667; 8.02194
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ქედი ბერნის ალპები
ფართობი 8,31 კმ²
სიგრძე 5,4 კმ
ტიპი ხეობური
შუა ალეჩის მყინვარი — შვეიცარია
შუა ალეჩის მყინვარი

შუა ალეჩის მყინვარი (გერმ. Mittelaletschgletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი ბერნის ალპების სამხრეთ კალთაზე, შვეიცარიის ვალეს კანტონის ტერიტორიაზე. 1973 წლისათვის მყინვარის სიგრძე 5,4 კმ-ს აღწევდა, ფართობი 8,31 კმ²-ს.[1] იწყება მწვერვალ ალეჩჰორნის აღმოსავლეთ კალთაზე და დრაიეკჰორნის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 3700 მ სიმაღლეზე, საკმაოდ ფართო ფირნის ველიდან (დახრის კუთხე 36°). შემდეგ სვლას აგრძელებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით გისჰორნსა და ოლმენჰორნს შორის არსებულ ხეობაში. გისჰორნის სიახლოვეს იკვებება ფირნული ველით. მყინვარის ენა მდებარეობს ზღვის დონიდან 2350 მ სიმაღლეზე. ენიდან გამომავალ მდნარ წყალს შთანთქავს დიდი ალეჩის მყინვარი. შუა ალეჩის მყინვარი დიდი ხნის მანძილზე იყო დიდი ალეჩის მყინვარის ტოტი. გლობალური დათბობისა და შედეგად ალპების მყინვარების უკან დახევის გამო 1970-იანი წლების დასაწყისში იგი მოწყდა ალეჩის მყინვარს. 2001 წლის დეკემბერში შუა ალეჩის მყინვარი იუნესკომ ალეჩის მყინვართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა (იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mittelaletschgletscher, Naters (VS). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-20. ციტირების თარიღი: 2012-04-20.