შუამთა (მთა)
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
შუამთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°35′53″ ჩ. გ. 44°56′02″ ა. გ. / 42.59806° ჩ. გ. 44.93389° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3171 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
შუამთა — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ხევსურეთის არაგვის სათავეში. სიმაღლე 3171 მ. აგებულია ზედალიასური ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. დამახასიათებელია კლდოვანი, ძლიერ დანაწევრებული რელიეფი, ციცაბო კალთები. ჩრდილოეთ კალთაზე ორი ძველი ცირკია, საიდანაც მეოთხეულ პერიოდში ეშვებოდნენ მყინვარები. მთაზე გვხვდება ხავსები და მღიერები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 50.