შუალედური ნათესები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუალედური ნათესებისასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესები თესლბრუნვის ძირითადი კულტურების დამუშავებისგან თავისუფალ დროის შუალედში. მისი შემოღება იძლევა მიწის, წლის არაყინვებიანი პერიოდის, მზის სხივების ენერგიის, ატმოსფერული ნალექების მაქსიმალურად სრულად გამოყენების და წელიწადში ერთი და იგივე ფართობიდან 2–3 მოსავლის მიღების საშუალებას, რამდენიმეჯერ ზრდის ხნულის პროდუქტიულობას. ხელს უწყობს ეროზიისგან ნიადაგის საუკეთესოდ დაცვას. ამგვარ ნათესებს აწარმოებენ საკმარისი დატენიანების რაიონებში და კარგად სარწყავ მიწებზე. შუალედური ნათესებისას აუცილებელი პირობებია: სასუქების გამოყენება, მცენარეთა დაცვა სასოფლო-სამეურნეო მავნებლებისა და დაავადებისგან, ტექნოლოგიური დისციპლინის მკაცრი დაცვა, წარმოების ორგანიზაციის მაღალი დონე.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Промежуточные посевы // Сельско-хозяйственный энциклопедический словарь / Главный редактор: В. К. Месяц. — М.: «Советская энциклопедия», 1989. — стр. 431.