შუალედური ვაგონი




შუალედური ვაგონი — ვაგონი, რომელიც ექსპლოატაციაშია მოტორვაგონიანი მატარებლების შემადგენლობაში და ჩაბმულია საწყის ვაგონებს შორის.
როგორც წესი შუალედურ ვაგონებს არა აქვთ მართვის კაბინა და არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ექსპლოატაცია; შეიძლება იყვნენ, როგორც მოტორვაგონები, ასევე მისაბმელი ვაგონები. რიგ ქვეყნებში მატარებელთა განლაგების სქემებზე შუალედური ვაგონებისათვის გამოიყენება სპეციალური აღნიშვნები. პოსტსაბჭოთა კლასიფიკაციით მათ აღნიშნავენ რუსული პატარა ასო п-თი, შესაბამისად მოტორვაგონები აღინიშნება Мп-თი, ხოლო მისაბმელები — Пп-თი. გერმანიაში Deutsche Bundesbahn-ის რკინიგზაზე ელექტრომატარებლების შუალედური მოტორვაგონები აღინიშნება EM-თი, ხოლო დიზელმატარებლები — VM-თი. მემანქანის კაბინის არყოფნა შუალედურ ვაგონებში საშუალებას იძლევა გაიზარდოს მათი შიდა ფართობი საწყის ვაგონებთან შედარებით (იმ გათვლით, რომ მატარებელში ყველა ვაგონი ერთნაირი სიგრძისაა). მაგრამ, რიგ შემთხვევებში შუალედურ ვაგონებზე მაინც არსებობს მართვის კაბინა. მაგალითად, С სერიის ელექტროსექციებზე მოტორვაგონი, როგორც შუალედური, აღიჭურვა მცირე მართვის კაბინით, რომელიც ემსახურებოდა ერთეული ვაგონის სამანევრო გადააადგილებებს მოტორსავაგონო დეპოში.
მეტროპოლიტენის მატარებლებში ძველი ტიპის ვაგონებიდან (პოსტსაბჭოთა სივრცეში — Еж-3-მდე), შუალედური ვაგონები პრაქტიკულად არ განსხვავდებიან საწყისი ვაგონებისგან, როგორც წესი სხვაობა მხოლოდ ავტომემანქანის მართვის აპარატურის არყოფნაშია. ასევე ხშირად შუალედური ვაგონების ნაცვლად აყენებენ უფრო ძველი ტიპის ვაგონებს, მაგალითად, Е და Г ტიპის ვაგონებს საწყისი Ем და უფრო მაღალი ტიპის ვაგონებით. მაგრამ, მემანქანის კაბინის რაოდენობა ამცირებდა მგზავრთა სალონის ფართობს, ამიტომ მალე მეტროპოლიტენის შუალედური ვაგონებზე თავი გაანებეს კაბინების დაყენებას. საბჭოთა კავშირში ეს პირველად გაკეთდა 1974 წელს საცდელ 81-716 (ტიპი И) ვაგონებზე და 1977 წლიდან სერიულ 81-714 ვაგონებზე. დაწყებული 2000-იანი წლების დასაწყისიდან 2010-იანი წლების დასაწყისით დამთავრებული, მე-2 მოცულობის კაპიტალური რემონტის ფარგლებში, Ем-508Т-ის ტიპის ვაგონებზე ჩატარდა მართვის კაბინების დემონტაჟი, ხოლო მრგვალი სანათები შეიცვალა ლუმინესცენტურებით ვაგონის შუაში. ასეთი ვაგონების სამანევრო გადაადგილებები ხორციელდება გაბარიტებით მცირე სამანევრო პულტის ჩართვის ხარჯზე.