შუაბიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუაბიანებითბილისის მაჰმადიან ამირათა საგვარეულო. ამ გვარში რამდენიმე ცნობილი ამირაა ცნობილი.

საიდ იბნ ალ-ხაისამ იბნ-შუაბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოღვაწეობდა VII- IX საუკუნეების მიჯნაზე. შესაძლოა იყოს შუაბიანების სახლის ფუძემდებელი. აქტიურად ებრძოდა სახალიფოს წინააღმდეგ აჯანყებულ ქართლისა და კახეთის მოსახლეობას.

ისმაილ შუაბის ძე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოღვაწეობდა IX საუკუნეში. მის დროს დაიწყო თბილისის ამირების ბრძოლა სახალიფოსგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

ისჰაკ იბნ ისმაილ იბნ შუაბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისჰაკ იბნ ისმაილ იბნ შუაბი დამარცხდა ბუღა თურქთან ბრძოლაში. შუაბიანების სახლმა დაკარგა ამირობა. ეს თანამდებობა გადავიდა შაიბანიანების სახლის ხელში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002, გვ. 928