შტრიმერის აფთიაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტრიმერის აფთიაქი
რუს. Аптека Штримера
კოორდინატები 47°12′49″N 38°55′54″E / 47.2135° ჩ. გ. 38.9317° ა. გ. / 47.2135; 38.9317
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დაწყების თარიღი 1871
დასრულების თარიღი 1872

შტრიმერის აფთიაქი (რუს. Аптека Штримера) — უძველესი სახლი ტაგანროგში. მდებარეობს პეტროვსკაიის ქუჩა № 61-ში. შტრიმერის სართულნახევრიანი სახლი ქალაქების სხვა სახლებისაგან გამოირჩევა ნეობარაკოს დეკორით[1].

სახლში გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა აფთიაქის მფლობელი, საქალაქო საბჭოს წევრი და ტაგანროგის საპატიო მოქალაქე იაკობ პარნოხი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგურის ერთსართულიანი სახლის აგება დაიწყეს 1871 წელს სააფთიაქო პრვიზორის მოსე (მიხეილ) ოსიპის ძე შტირმერისათვის[3]. 1870-იანი წლებიდან მის სარდაფში იყიდებოდა კავკასიური მინერალური წყლები[3].

1880 წლის თებერვალში პროვიზორ მოსე შტრიმერის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება გადავიდა მისი მეუღლის ნადეჟდა დავითის ასულის ხელში, სადაც თავის შვილებთან ალექსანდრესთან (1866 წ.) და პელენთან (1868 წ.) ერთად ცხოვრობდა 1925 წლამდე[3]. სააფთიაქო მაღაზია განაგრძობდა მოქმედებას. ეს იყო ტაგანროგისათვის იშვითი შემთხვევა, როდესაც აშენების დღიდან (1872 წ.) 1925 წლამდე, როდესაც შენობა უკვე მუნიციპალიტეტის კუთვნილება იყო, ბინის მფლობელი იყო ერთი ოჯახი[3].

1912 წელს შენობაში ფუნქციონირებდა „ნ. შტრიმერის დიდი პეტროვსკის აფთიაქი“, რომელშიც არენდის საფუძველზე მუშაობდა პროვიზორი მ. ვარინბერგი. აფთიაქი მოსახლეობას სთავაზობდა გამაყუჩებელ პრეპარატებსა და ნატურალურ, ბუნებრივ, მინერალურ წყალს.

1912 წელს შტრიმერის აფთიაქის სარდაფში გაიხსნა სამწვადე „არარატი“.

გერმანული ოკუპაციის პერიოდში (1941-1943 წწ.) შენობაში განთავსებული იყო სამოქალაქო რეგისტრაციის ორგანო, რომლებშიც გერმანელები ახდენდნენ ყველა მოქალაქის რეგისტრაციას ქორწინების, დასაფლავების, გარდაცვალებისა თუ ნათლობის შემთხვევაში[3].

ამჟამად შენობაში განთავსებულია როსტოვის ოლქის ფედერალური ხაზინის განყოფილება № 15.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Григорян М. Е., Решетников В. К. Таганрог. История архитектуры и градостроительства конца XVII — начала XX века. — Ростов н/Д: Омега-Принт, 2013. — С. 183.
  2. Парнах А. В. Заметки о моём отце // «Серебряный век» в Крыму: взгляд из XXI столетия: Материалы Четвёртых Герцыковских чтений в г. Судаке 6—10 июня 2005 года. — М.—Симферополь—Судак: Дом-музей Марины Цветаевой, КЦГУ, 2007. — 304 с. — ISBN 5-93015-032-X.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской (Хроника обывательской жизни). — Таганрог: БАННЭРплюс, 2000. — 436 с.