შტრასერიზმი

შტრასერიზმი (გერმან. Strasserismus) — ნაციზმის იდეოლოგიური განშტოება, რომელიც მტკიცედ მიჰყვება რევოლუციურ ნაციონალიზმსა და ეკონომიკურ ანტისემიტიზმს, რომლის პირობებიც მიღწევადია მხოლოდ რადიკალური, მასიური და მუშათა კლასისაკენ მიმართული პოლიტიკით, და რომელიც უფრო აგრესიულია, ვიდრე ნაცისტური პარტია. სახელი მიენიჭა ძმების - გრეგორ და ოტო შტრასერების გამო. შტრასერიზმის იდეოლოგია მესამე პოზიცია, მემარჯვენე პოლიტიკაა კომუნიზმისა და ჰიტლერის ნაციზმის წინააღმდეგ.
თავისი პოლიტიკური კარიერის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, ოტო შტრასერი ნაცისტურ პარტიაში ულტრანაციონალურ ფრაქციას უძღვებოდა, მაგრამ პოზიციიდან 1930 წელს გადადგა. მოგვიანებით დააარსა „შავი ფრონტი“ (რევოლუციონერი ნაციონალი სოციალისტების საბრძოლო ლიგა), რომ ფაშისტებისათვის კონკურენცია გაეწია.[1] ამის გამო მას 1933 წელს გერმანიიდან გაქცევა მოუწია, და დასავლეთ გერმანიაში 1953 წელს დაბრუნდა. ნაცისტების პარტიის შიდა რიგებში შტრასერიზმს მრავალი მხარდამჭერი ჰყავდა, მათ შორის მოიერიშეების რაზმის წევრები. ამის გამო, ჰიტლერმა შტრასერისტი ფრაქცია გაცხრილა და მათი ლიდერი, გრეგორ შტრასერი დაახვრეტინა; ამასთან ერთად, მან ერნსტ რემი, მოიერიშეების მეთაური მოაკვლევინა. ეს ყველაფერი „გრძელი დანების ღამეს“, 1934 წლის ივლისში მოხდა.
1980-იანებში, შტრასერიზმისათვის დამახასიათებელი რევოლუციური ნაციონალიზმი და ეკონომიკური ანტი-სემიტიზმი დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ფრონტის პოლიტიკაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kedar, Asaf (2010). National Socialism Before Nazism: Friedrich Naumann and Theodor Fritsch, 1890-1914. University of California, Berkeley, გვ. 169.
- ↑ Sykes, Alan (2005). The Radical Right in Britain: Social Imperialism to the BNP. Basingstoke and New York: Palgrave Macmillan. ISBN 978-0333599242 p. 124.