შტეფან ბანიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტეფან ბანიჩი
მშობლიური სახელი სლოვაკ. Štefan Banič
დაბადების თარიღი 23 ნოემბერი, 1870
სმოლენიცე, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2 იანვარი, 1941
სმოლენიცე, სლოვაკეთის პირველი რესპუბლიკა
ეროვნება სლოვაკი

შტეფან ბანიჩი (სლოვაკ. Štefan Banič; დ. 23 ნოემბერი, 1870 — გ. 2 იანვარი, 1941) — სლოვაკი კონსტრუქტორი და გამომგონებელი, რომელმაც დააპატენტა პარაშუტის ადრეული დიზაინი და შექმნა პირველი სამხედრო პარაშუტი[1].

დაიბადა 1870 წლის 23 ნოემბერს, გლეხის ოჯახში, სოფელ ნეშტიხში (სლომენიცეს ნაწილი), ავსტრია-უნგრეთის იმპერია (ამჟამინდელი სლოვაკეთის ტერიტორია). გარკვეული დროის განმავლობაში, იგი კალატოზად მუშაობდა, შემდეგ კი — ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც, ქვანახშირის მაღაროში, პენსილვანიაში დაიწყო მუშაობა. 1912 წელს, ბანიჩი, ავიაკატასტროფის მომსწრე გახდა, რის შემდეგაც, 1913 წელს, მან პარაშუტის პროტოტიპი შექმნა და მიენიჭა აშშ-ს პატენტი No. 1,108,484[2].

დიზაინი რადიკალურად განსხვავდებოდა სხვებისგან — იგი, სხეულზე მიმაგრებული ქოლგის მსგავსი პარაშუტი იყო. 1913 წლის 3 ივნისს, პარაშუტის გამოსაცდელად და საკუთარი გამოგონების დემონსტრირების მიზნით, ბანიჩი ვაშინგტონში მდებარე ერთ-ერთი 15 სართულიანი შენობიდან გადმოხტა, ხოლო 1914 წელს — თვითმფრინავიდან[3][4]. 1914 წლის 25 აგვისტოს, მან პატენტი მიიღო და აშშ-ს არმიას გადასცა, თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული პარაშუტი, ოდესმე გამოყენებულ იქნა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, შტეფან ბანიჩი, ჩეხოსლოვაკიაში დაბრუნდა, სადაც, მარტო ცხოვრობდა და ქვის სამუშაოებს ატარებდა. მშობლიურ ქალაქ სლოვენიცესთან ახლოს, მცირე კარპატების მთისწინეთში, დრინის მღვიმე აღმოაჩინა[4].

გარდაიცვალა 1941 წლის 2 იანვარს. მის საფლავის ქვაზე, პარაშუტია გამოსახული.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტეფან ბანიჩის ბიუსტი. სკულპტორი — პეტერ ვალახი.

1997 წელს, პარაშუტისტმა სლავო მულიქმა, რომელიც აგრეთვე სლოვაკი იყო, ჩამოაყალიბა შტეფან ბანიჩის პარაშუტის ფონდი[5], რომელიც, ბანიჩის საპატივცემოდ, პარაშუტიზმის ღონისძიებებში და მის ხელშეწყობაში მონაწილე პირებს, ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლებით აჯილდოებს[6].

2006 წელს, სლოვაკეთის სამხედრო პარაშუტისტებმა, ბანიჩის დაბადების ადგილას, სმოლენიცეში, მისი მემორიალური დაფა განათავსეს[7].

სმოლენიცესთან მდებარე ერთ-ერთი აეროპორტი — ტრნავა, მის სახელს ატარებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Famous Slovaks - Stefan Banic. Heartofeurope.co.uk (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-20. ციტირების თარიღი: 2014-02-09.
  2. Patent US1108484 - Parachute. Google Patents. Google.com.au (1914-06-03). ციტირების თარიღი: 2014-02-09.
  3. "100 years ago Banic received a patent for his parachute" ("Pred 100 rokmi získal Štefan Banič patent na svoj padák"), 24.08.2014, cas.sk (Slovak)
  4. 4.0 4.1 Štefan Banič, Konštruktér, vynálezca-(Stefan Banic, Designer, Inventor) Slovak. Slovenská akadémia vied, obituary. ციტირების თარიღი: 2010-10-21.
  5. "Radoslav "Slavo" Mulik, obituary
  6. "11th annual Banic Memorial Boogie set", June 27, 2002
  7. "Banic: The inventor of the parachute", osobnosti.sk (Slovak)