შტეფანია მარაჩინიანუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტეფანია მარაჩინიანუ

დაბ. თარიღი 18 (30) ივნისი, 1882[1]
დაბ. ადგილი ბუქარესტი, რუმინეთის სამეფო
გარდ. თარიღი 15 აგვისტო, 1944(1944-08-15)[2] (62 წლის)
გარდ. ადგილი ბუქარესტი, რუმინეთის სამეფო
დასაფლავებულია ბელუს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუმინეთი
საქმიანობა ფიზიკოსი, ქიმიკოსი და მასწავლებელი
მუშაობის ადგილი კიურის ინსტიტუტი, პარიზის ობსერვატორია და ბუქარესტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბუქარესტის უნივერსიტეტი, სორბონა[1] და Central School in Bucharest
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი[1]
საიტი stefania-maracineanu.ro

შტეფანია მარაჩინიანუ (რუმ. Ștefania Mărăcineanu; დ. 18 ივნისი, 1882, ბუქარესტი — გ. 1944, იქვე) — რუმინელი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტეფანია მარაჩინიანუ დაიბადა 1882 წლის 18 ივნისს ბუქარესტში. შტეფანიას დამთავრებული აქვს რუმინეთის უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტიდან მან ფიზიკა-ქიმიურ მეცნიერებათა ლიცენციატის ხარისხი მიიღო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იგი დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად და იმავე დროს მასვე მიანდეს რადიოაქტიურობის კურსის წაკითხვა ფიზიკასა და ქიმიის სპეციალური სტუდნტებისათვის. ორი წლის შემდგომ მარაჩინიანუს მიენიჭა დოცენტის ხარისხი. თუმცა ეს შედეგები მას არ აკმაყოფილებდა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაწყვიტა წასულიყო პარიზში. პარიზში მარაჩინიანუ ლექციებს ისმენდა ცნობილი მეცნიერის, ორგზის ნობელის პრემიის ლაურეატის მარი სკლოდოვსკა-კიურისაგან[3]. სლადოვსკაია-კიურის ყურადღება სწორედ მარაჩინიანუმ მიიპყრო და იგი სამუშაოდ თავის ლაბორატორიაში — პარიზის რადიუმის განთქმულ ინსტიტუტში მიიწვია. 1924 წელს სორბონის უნივერსიტეტში მარაჩინიანუმ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მისი ნაშრომი ეხებოდა პოლონიუმისა და აქტინიუმის ბირთვული დაშლის მახასიათებლის პრეციოზნულ განსაზღვრას. ნაშრომის კვლევის მომენტში იგი წააწყდა შემდეგ ფაქტს: რადიოაქტიურობის გაზომვის შედეგები ხშირად დამოკიდებული ხდებოდა იმ საგნის მასალისა და გეომეტრიული ფორმისაგან, რომელზეც გამომსხივებელი რადიოაქტიური პრეპარატი იყო მოთავსებული. ამ მოვლენის სრულებით ახსნა მარაჩინიანუს პერიოდში შეუძლებელი იყო, თუმცა მოგვიანებით, ათეული წლების შემდეგ, ხელოვნური რადიოაქტიურობის აღმოჩენამ ნათელი გახადა, რომ მარაჩინიანუს ჰიპოთეზა საფუძვლიანი იყო და მას ნახევრად უკვე დამუშავებული ჰქონდა ეს დიდი აღმოჩენა რადიოაქტიურობაში.

დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ მარაჩინიანუ კვლევებს აგრელებს პარიზთან ახლოს მდებარე ობსერვატორიაში. იგი ობსერვატორიაში კვლავ რადიოაქტიურობის კვლევას აგრძელებდა. იგი ცდილობდა დაემტკიცებინა გარეგანი ზემოქმედების შესაძლებლობა რადიოაქტიურობაზე. მან ამ პერიოდში მრავალი ნაშრომი გამოაქვეყნდა, რომლებშც მკაფიოდ ჩანდა, რომ ასეთი ზემოქმედებას შეუძლია წარმოშვას მზის სინათლე, თუმცა შემდგომ ასეთი დასკვნის არასწორი გამოდგა. მიუხედავად ამისა მისმა იდეამ რადიოაქტიურობაზე გარეგანი ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ მოგვიანებით მაინც გაიმარჯვა: ეს ფაქტი საბჭთა ფიზიკოსებმა დაამტკიცეს როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად.

ასეთა შეუპოვარმა ძიებამ მზის სინათლის მოქმედების შესახებ რადიოაქტიურობაზე[4], მარაჩინიანუძალიან მნიშნელოვან ჰიპოთეზამდე მიიყვანა (1934). მრავალი დაკვირვების საფუძველზე რუმინელი ფიზიკოსი მივიდა შემდეგ დასკვნამდე: მიწისძვრის წინ ჰაერის რადიოაქტიურობა ეპიცენტრის ზონაში იზრდება[4].

საფრანგეთში შესრულებული ნაშრომების გამო მარაჩინიანუს 1928 წელს მიანიჭეს სპეციალური პრემია. ამ დაჯილდოვების ინიციატორი იყო ფრანგი ასტრონომი და ფიზიკოსი ა. დელონდრი. დელონდრი ნახსენებ პერიოდში მედონის უნივერსიტეტში რექტორად მუშაობდა. პრემიით მიღებული სახსრებით მარაჩინიანუმ სამშობლოში დაბრუნების შემდგომ ბუქარესტის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო ფაკულტეტთან არსებული რადიოაქტიური გამოკვლევების ლაბორატორია შექმნა. ლაბორატორია 1935 წელს გაიხსნა.

შტეფანია მარაჩნიანუ გარდაიცვალა 1944 წელს, ბუქარესტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები., გვ. 58-59, თბ., 1988.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 https://www.google.com/doodles/stefania-maracineanus-140th-birthday
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Ibrahim Dincer; Călin Zamfirescu (2011). Sustainable Energy Systems and Applications. Springer Science & Business Media. p. 234. ISBN 0387958614. Retrieved 3 November 2014.
  4. 4.0 4.1 Marilyn Bailey Ogilvie; Joy Dorothy Harvey (2000).The Biographical Dictionary of Women in Science: L-Z. Taylor & Francis. p. 841. ISBN 041592040X. Retrieved 3 November 2014.