Steins;Gate (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შტაინის კარიბჭე (ტელესერიალი))
Steins;Gate
シュタインズ・ゲート
(შტაინის კარიბჭე)
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა, თრილერი
ანიმე ტელესერიალი
რეჟისორი
  • ჰიროსი ჰამასაკი
  • ტაკუია სატო
პროდიუსერი
  • მიკა ნომურა
  • იოსინაო დოი
სცენარი ძუკი ჰანადა
მუსიკა
  • ძუნ მურაკამი
  • ტაკესი აბო
სტუდია White Fox
ლიცენზიატი
ორიგინალური ეთერი 6 აპრილი, 2011 6 აპრილი, 2011
ეპიზოდები 24 + 1 OVA (ეპიზოდები)
ორიგინალური ონლაინ-ანიმაცია
Steins;Gate: Sōmei Eichi no Cognitive Computing
რეჟისორი კენიტირო მურაკავა
სცენარი ნაოტაკა ჰაიასი
სტუდია White Fox
გამოსვლის თარიღი 14 ოქტომბერი, 201411 ნოემბერი, 2014
ეპიზოდები 4 (ეპიზოდები)
დაკავშირებული მედია

Steins;Gate (იაპონ. シュタインズ・ゲート Shutainzu Gēto?, შტაინის კარიბჭე) — 2011 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი ანიმე ტელესერიალი,[1] შექმნილი სტუდია White Fox-ის მიერ, დაფუძნებული კომპანიების 5pb.-ისა და Nitroplus-ის 2009 წლის ამავე სახელწოდების ვიდეო თამაშზე, რომელიც თავის მხრივ, ვიდეო თამაშების ფრენჩაიზის „Science Adventure“-ის ნაწილია. დაანონსდა კომპანია 5pb-ის თავკაცის ჩიაიომარუ სიკურას მიერ 2010 წლის ივლისში.[2]

სიუჟეტი მიმდინარეობს 2010 წელს, ტოკიოში და მოგვითხრობს რინტარო ოკაბეზე, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად შემთხვევით აღმოაჩენს დროში მოგზაურობის მეთოდს, შედეგად მათ შეუძლიათ წარსულში შეტყობინებების გაგზავნა და აწმყოს შეცვლა.

მუსიკა ეკუთვნის ტაკესი აბოს, სერიის პროდიუსერები არიან მიკა ნომურა და იოსინაო დოი,[3][4] რეჟისორები — ჰიროსი ჰამასაკი და ტაკუია სატო,[5][6] სცენარისტები — ძუკი ჰანადა, ხოლო ანიმაციის რეჟისორი და პერსონაჟების დიზაინერია კიუტა საკაი.[7] ჯამში ნაჩვენები იქნა 24 ეპიზოდი 2011 წლის 6 აპრილიდან 2011 წლის 22 ივნისამდე,[8] და ერთდროულად გადაიცემოდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკაში, შუა აღმოსავლეთში,[9] დიდ ბრიტანეთსა[10] და ევროპის გარკვეულ ნაწილში. სერიის 25-ე ეპიზოდი, მოგივანებით შესული იქნა DVD და Blu-ray გამოცემებში; ამ გამოცემებზე ჩრდილოეთ ამერიკაში პასუხისმგებელი იყო კოპმანია Funimation, დიდ ბრიტანეთში — Manga Entertainment. სერიამ აგრეთვე მოიცვა ოთხი ორიგინალური ონლაინ-ანიმაციური ეპიზოდი, ასევე გაგრძელება ფილმის სახით (პრემიერა შედგა 2013 წლის 20 აპრილს)[11]და „Steins;Gate 0“ — ვიდეო თამაშ „Steins;Gate“-ის ადაპტაცია, რომლის პრემიერა შედგა 2018 წელს.[12]

სერია დადებითად მიიღეს კრიტიკოსებმა. მათ ძირითადად შეაქეს სიუჟეტი და სცენარი.[1][13][14] კარლოს სანტოსმა, საიტ „Anime News Network“-იდან, სერიალი დაახასიათა როგორც „ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი თანამედროვე ანიმეს ისტორიაში“.[1] ხოლო „Kotaku“-ის რედაქტორ რიჩარდ ეისენბეისის თქმით „Steins;Gate“ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ანიმე, რაც კი ოდესმე უნახავს.[13] მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა რეცენზენტამ უარყოფითად დაახასიათა სერიალის პირველი ნახევარი.[15][16]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Santos, Carlo. (2011-09-27) Steins;Gate Episodes 1-24 Streaming - Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-11. ციტირების თარიღი: 2016-09-17.
  2. Steins;Gate Game Gets TV Anime (2010-07-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-07. ციტირების თარიღი: 2016-09-05.
  3. Steins;Gate Science-Fiction Game/Anime Franchise Gets Film (Updated With Teaser) (2011-09-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-26. ციტირების თარიღი: 2016-09-12.
  4. Anime Central to Host Hetalia's Shirohata, Nomura (Updated) (2011-05-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-30. ციტირების თარიღი: 2016-09-05.
  5. McCarthy, Caty. (2016-07-05) Orange Episode 1: "Letters 01" Review. Ziff Davis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-29. ციტირების თარიღი: 2016-09-12.
  6. Smith, Carly. (2014-01-28) Selector Infected WIXOSS Premiering April From Steins;Gate Director. Defy Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-12. ციტირების თარიღი: 2016-09-12.
  7. Ishaan. (2012-10-07) Steins;Gate To See Animated Movie Next Year. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-12. ციტირების თარიღი: 2016-09-12.
  8. Steins;Gate Japanese. Agency for Cultural Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-01. ციტირების თარიღი: 2016-09-01.
  9. Crunchyroll to Simulcast Steins;Gate TV Anime (2011-04-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-11. ციტირების თარიღი: 2016-09-11.
  10. Anime on Demand Announces Next Three Simulcasts (2011-04-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-11. ციტირების თარიღი: 2016-09-12.
  11. Steins;Gate Film Slated for April 20 (2013-02-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-17. ციტირების თარიღი: 2016-09-19.
  12. Steins;Gate 0 TV Anime's Promo Video Reveals April Premiere Date (2017-12-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-15. ციტირების თარიღი: 2017-12-15.
  13. 13.0 13.1 Eisenbeis, Richard. (2013-04-19) Steins;Gate Might Be the Best Anime I Have Ever Seen. Gawker Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-24. ციტირების თარიღი: 2016-08-31.
  14. Silverman, Rebecca. (2013-02-11) Steins;Gate BD+DVD 2 - Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-11. ციტირების თარიღი: 2016-09-18.
  15. Silverman, Rebecca. (2012-11-26) Steins;Gate BD+DVD 1 - Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-11. ციტირების თარიღი: 2016-09-18.
  16. Foote, Aiden. Steins;Gate. T.H.E.M. Anime Reviews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-10. ციტირების თარიღი: 2016-09-19.