შრომის მოედანი (სანქტ-პეტერბურგი)
შრომის მოედანი (რუს. Площадь Труда; 1830-1880-იან წლებამდე ეწოდებოდა ხარების ქუჩა, 1918-მდე ხარების მოედანი) — სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი მოედანი. მდებარეობს საადმირალოს რაიონის ტერიტორიაზე, ინგლისის სანაპიროსა და საადმირალოს მეორე კუნძულს, ასევე ცხენოსანთა გვარდიის პოლკის ბულვარს, იაკუბოვიჩის ქუჩასა და კრიუკოვის არხის სანაპიროს შორის.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად სახელწოდება ხარების მოედანი ცნობილი გახდა 1891 წლიდან, რომელიც დაკავშირებული იყო ღვთისმშობლის ხარების ეკლესიასთან. 1918 წელს მიიღო თანამედროვე სახელწოდება, მოედანზე შრომის სასახლის მდებარეობის გამო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1706 წლის 2 აგვისტოს ამ ადგილზე ააგეს კატორღის ეზო. იგი მოქმედებდა 1740-იან წლებამდე.
1790-იან წლებში საზღვაო ყაზარმების შენობა ააგეს (არქიტექტორი ფიოდორ ვოლკოვი, გადააკეთა არქიტექტორმა ანდრეიან ზახაროვმა), მის ადგილზე 1853-1861 წლებში ააგეს ნიკოლაევსკის სასახლე (1917 წლიდან შრომის სასახლე, საიდანაც მოდის მოედნის თანამედროვე სახელიც).
1840-იან წლებში მოახდინეს ტერიტორიის რეკონსტრუქცია ხარების ხიდის მშენებლობის გამო, რომელიც მოედანს აკავშირებდა ვასილევსკის კუნძულთან.
1844 წლისათვის ჩამოყალიბდა მოედნის თანამედროვე სახე. ამ პერიოდში აქვე დაიწყეს ცხენოსანთა გვარდიის პოლკის ხარების ეკლესიის მშენებლობა, არქიტექტორ კონსტანტინ ტონის ხელმძღვანელობით (აქედან ძველი სახელწოდება). ეკლესია შენდებოდა 1844-1849 წლებში, დაანგრიეს 1929 წელს.
1845-1849 წლებში მოედანზე ააგეს ვ. ა. ვონლიარლიალის საშემოსავლო სახლი ეკლექტიკის სტილში. 1941-1944 წლებში ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში მოედანზე მოქმედებდა დესანტსაწინააღმდეგო თავდაცვის კვანძი. საარტილერიო დაბომბვის შედეგად მოედნის მიმდებარე ბევრი ნაგებობა დაზიანდა. მათი აღდგენა მიმდინარეობდა 1940-1950-იანი წლების მიჯნაზე. 1970-იან წლებში მოედანზე ააგეს სახლი № 3. № 6 სახლში 1933-1943 წლებში ცხოვრობდა კომპოზიტორი ბორის ასაფევი.
1907-1997 წლებში მოედანზე ტრამვაის ხაზი მოქმედებდა. 1998 წელს მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელი ააშენეს, რომელიც გაიხსნა 199 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 373. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 258—259. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 123. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Энциклопедия СПб დაარქივებული 2018-03-16 საიტზე Wayback Machine.
- Здания, мем. доски, люди,…[მკვდარი ბმული]