შპლიუგენის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შპლიუგენის უღელტეხილი

Splügenpass.jpg
შპლიუგენის უღელტეხილი

შპლიუგენის უღელტეხილი (იტალია)
Red cross.jpg

კოორდინატები: 46°30′20″ ჩ. გ. 09°19′49″ ა. გ. / 46.50556° ჩ. გ. 9.33028° ა. გ. / 46.50556; 9.33028

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ტერიტორიული ერთეული ლომბარდია
გრაუბიუნდენის კანტონი
სიმაღლე 2113 მ.
ქედი ლეპონტის ალპები
რეტის ალპები

შპლიუგენის უღელტეხილი (გერმ. Splügenpass) — უღელტეხილი ალპებში, იტალიისა და შვეიცარიის საზღვარზე. მდებარეობს ლეპონტისა და რეტის ალპების შესაყარზე, ლომბარდიისა და გრაუბიუნდენის ტერიტორიებზე. სიმაღლე 2113 მ. აკავშირებს ჰინტერაინის ხეობასა და შპლიუგენს (შვეიცარია) ვალე-შპლუგასთან და კიავენასთან (იტალია). შემდეგ გზა გრძელდება კომოს ტბის გაყოლებით. სან-ბერნარდინოს უღელტეხილის ქვეშ გაყვანილი გვირაბის შემდეგ შედარებით დაკარგა მნიშვნელობა, თუმცა ზამთრის პერიოდში უღელტეხილი გახსნილია. შპლიუგენის უღელტეხილზე გადადის მდინარეების რაინისა (ჩრდილოეთით) და პოს (სამხრეთით) აუზების წყალგამყოფი.

1840 წელს უღელტეხილზე იმოგზაურა ინგლისელმა მწერალმა მერი შელიმ, რომელმაც აღწერა გავლილი გზა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]