შპინელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შპინელები (გერმ. Spinell), შპინელიდები — ჟანგეულების კლასის მინერალთა ჯგუფი. ზოგადი ქიმიური ფორმულაა , სადაც , , , , , , , , , , , , კატიონის მიხედვით შპინელებში გამოყოფენ ალუმინშპინელებს [საკუთრივ შპინელი, პერცინიტი, გალაქსიტი — (, ,) , განიტი]; ფერიშპინელებს (მაგნეტიტი, ფრანკლინიტი, მაგნიუმფერიტი, იაკობსიტი — , ტრევორიტი); ქრომშპინელიდები ქრომიტი, აგნიუმქრომიტი — (, ) , ქრომპიკოტიტი — (, ) (, ) და ალუმინქრომიტი(, )]; ტიტანშპინელებს (ულვოშპინელი და მისი მაგნიუმიანი ანალოგი — ); ვანადიუმშპინელებს (კულსონიტი) და მანგანშპინელებს (ჰაუსმანიტი, ჰეტეროლითი და სხვა).

შპინელებში ხშირია იზომორფიზმის მოვლენები. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. აქვს ოქტაედრული კრისტალები, ცვალებადი ფერისაა (დამოკიდებულია კატიონზე). სიმაგრე მინერალოგიური სკალით 5–8, სიმკვრივე 2500–8500 კგ/მ³ წამოიქმნება მაღალტემპერატურული პროცესების დროს. გამოფიტვისადმი მდგრადია — გროვდება ქვიშრობებში. შპინელებს იყენებენ როგორც -ის, -ის, -ის, -ის, -ის მადნებს, აგრეთვე კერამიკულ წარმოებაში. წითელი შპინელი — ლალი პირველი კლასის ძვირფასი ქვაა. შპინელებს განეკუთვნება აგრეთვე ხელოვნურად მიღებული ფერიტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]