შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Far Eastern Federal University 2.JPG

შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტი (რუს. Дальневосто́чный федера́льный университе́т, რუსული აბრევიაციით ДВФУ /დებეეფუ/) — ვლადივოსტოკის ფედერალური უნივერსიტეტი.

2009 წლის მონაცემებით უნივერისტეტში მიმდინარეობს სწავლება 600-ზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელთა შორისაა 49 საბაკალავრიატო პროგრამა, ე.წ. სპეციალიტეტის პროგრამათა რაოდენობა 90-ია, მაგისტრატურის პროგრამები კი რიცხვით სულ 14 ითვლის, ასპირანტურისა და დოქტორანტურის მიმართულებით 64 სპეციალობა ფუნქციონირებს, უნივერსიტეტამდელი სასწავლო პროგრამების, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების რიცხვი 171-ია.

შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია ცნობილი რუსი აღმოსავლეთმცოდნე-სინოლოგი, ჩინური ცივილიზაციის საბაზისო ტექსტების - „ჯუან-ძი“-ს, „დაო დე ძინ“-ის, „ცვლილებათა წიგნის“ მთარგმნელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე ბრონისლავ ვინოგროდსკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]