შორენა კოლონკელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შორენა კოლონკელიძე — ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას პოპულარული ისტორიული რომანის „დიდოსტატის მარჯვენა“ მთავარი პერსონაჟი ქალი, კვეტარის ერისთავის, თალაგვა კოლონკელიძის მხოლოდშობილი ასული.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კ. გამსახურდიამ შორენა აღწერა როგორც მამაცი, თავისი მამისა და მხარის (კვეტარის საერისთავო) ერთგული, რომელიც მეფის (გიორგი I) ტირანიამაც კი ვერ მოდრიკა. გარეგნულად შორენა ძველი ქართული სილამაზით არის დაჯილდოებული. მაღალი, ისრიმის ფერი თვალებითა და თავთუხისფერი თმით.