შოთა ხეცურიანი
შოთა ხეცურიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 მაისი, 1929 |
დაბადების ადგილი | ოჩამჩირე, აფხაზეთის სსრ, ამიერკავკასიის სფსრ |
გარდაცვალების თარიღი | 12 აპრილი, 2021 (91 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ქუთაისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
შოთა ხეცურიანი (დ. 10 მაისი, 1929[1], ოჩამჩირე, აფხაზეთის სსრ, ამიერკავკასიის სფსრ — გ. 12 აპრილი, 2021, ქუთაისი, საქართველო[2]) — ქართველი პოლიტიკოსი. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შოთა ხეცურიანი დაიბადა 1929 წლის 10 მაისს ოჩამჩირეში. სოხუმის სუბტროპიკული კულტურების ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ 1948 წელს ჩაერიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში აგრონომიულ ფაკულტეტზე. 1953-1966 წლებში მუშაობდა აგრონომად ოჩამჩირის რაიონის სხვადასხვა კოლმეურნებებში. 1966-1971 წლებში იყო ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარის კოლმეურნეობა „საქართველოს“ მთავარი ეკონომისტი. პარალელურად დაამთავრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიწათმოქმედების ინსტიტუტის ეკონომიკური განყოფილების ასპირანტურა და 1966 წელს დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის მოსაპოვებლად. 1971 წელს სამუშაოდ მიიწვიეს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. 1991 წლის 29 ნოემბერს კენჭს იყრიდა ოჩამჩირის რაიონის კოჩარის №56 საარჩევნო ოლქში აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. იყო აფხაზეთის ასსრ-ის XII მოწვევის დეპუტატი.
შოთა ხეცურიანს გამოქვეყნებული ჰქონდა 15-ზე მეტი სამეცნიერო შრომა და მრავალი სტატია სოფლის მეურნეობის ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე. შოთა ხეცურიანი იყო აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაზ. „აფხაზეთის ხმა“, 25 სექტემბერი, 1991
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-20. ციტირების თარიღი: 2020-12-25.
- ↑ გარდაიცვალა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი შოთა ხეცურიანი