შოთა ციციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შოთა შალვას ძე ციციშვილი (დ. 1921 — გ. 2005) — ქართველი მხატვარი, კერამიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1980).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1958 წ.) და მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო-სამეწველო სასწავლებელი (1965 წ.). 1968 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1986 წლიდან პროფესორი). ციციშვილმა ქართველ მხატვართა შორის პირველმა აღადგინა ქართული მინის მხატვრული დამუშავებისა და სავიტრაჟო ხელოვნების ახლებური ტექნოლოგია (ვიტრაჟი „სამოთხის ჩიტები“, 1975, ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ქალაქი ობნინსკი). ციციშვილი არის კერამიკოსთა მსოფლიო გამოფენის ვერცხლის მედლის (1959; ოსტენდე, ბელგია), პრაღის გამოფენის საპატიო დიპლომის (1962 წ.) ლაურეატი.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დეკორატიული ლარნაკი ინტერიერისათვის (1949, ფაიფური; სურათების ეროვნული გალერეა)
  • დეკორატიული ლარნაკი „სადღესასწაულო“ (1952, თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]