შოთა ჩოჩიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შოთა ჩოჩიშვილი
Shota Chochishvili vs David Starbrook 1972.jpg
შოთა ჩოჩიშვილი (მარცხნივ) 1972 წლის ოლიმპიადაზე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი შოთა ჩოჩიშვილი
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 10 ივლისი, 1950
დაბ. ადგილი ღვლევი, ქარელის რაიონი
გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 2009 (59 წლის)
გარდ. ადგილი გორი
სიმაღლე 190 სმ
სპორტი
ქვეყანა სსრკ და საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ძიუდო
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
მედლები
მედლები
ძიუდო
ოლიმპიური თამაშები
ოქრო მიუნხენი 1972 93 კგ.
ბრინჯაო მონრეალი 1976 აბსოლუტური
მსოფლიო ჩემპიონატი
ბრინჯაო ვენა 1975 აბსოლუტური
ევროპის ჩემპიონატი
ვერცხლი მადრიდი 1973 აბსოლუტური
ვერცხლი ლონდონი 1974 აბსოლუტური
ვერცხლი ლიონი 1975 აბსოლუტური
ბრინჯაო რაინის ლუდვიგსჰაფენი 1977 აბსოლუტური

შოთა ჩოჩიშვილი (დ. 10 ივლისი, 1950, ღვლევი, ქარელის რაიონი — გ. 27 აგვისტო, 2009) — ქართველი ძიუდოისტი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972) და ბრინჯაოს პრიზიორი (1976), მსოფლიოს 1975 წლის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის 3-გზის ვერცხლის (1973, 1974, 1975) და ბრინჯაოს (1977) პრიზიორი. აგრეთვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ორგზის მეორე (1974, 1977) და ორგზის მესამე (1974, 1975) პრიზიორი, საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 1977).

შოთა ჩოჩიშვილი პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ძიუდოში საბჭოთა კავშირიდან. 1972 წელს, სსრკ ჩემპიონატში, შოთამ მე-5 ადგილი დაიკავა და საოლიმპიადო ნაკრებში მხოლოდ სტანისლავ ივანოვის (სსრკ სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი) დაჟინებული მოთხოვნით მოხვდა, რომელიც თვლიდა, რომ 93 კგ წონით კატეგორიაში, შიდა ჩემპიონატზე ნაჩვენები მე-5 ადგილის მიუხედავად, საუკეთესო სწორედ ქართველი ფალავანი იყო. 1989 წელს მონაწილეობდა შერეული ორთაბრძოლების იაპონიის ლიგაში, სადაც სუპერპოპულარულ იაპონელ ფალავანს ანტონიო ინოკისაც სძლია.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „შოთა ჩოჩიშვილი“. 2015 წელს შოთა ჩოჩიშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის — IJF — დიდების დარბაზის წევრი გახდა (გარდაცვალების შემდეგ). სპეციალური დიპლომი მის შვილს გადაეცა. ძიუდოისტი იყო მისი ვაჟი რამაზი, რომელიც ასევე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. 1996, 2001 და 2003 წლებში რამაზ ჩოჩიშვილი ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, 1999 და 2000 წლებში თბილისის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, 1999 წელს კი მსოფლიო უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამას გარდა არაერთი მედალი მოიპოვა IJF-ის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე.

2008 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]