შოთა ჩაკვეტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შოთა ჩაკვეტაძე (დ. 14 ივლისი, 1937, თბილისი — გ. 23 ივლისი, 2021) — ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს. 1966 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. თავისი ცხოვრების საუკეთესო მონაკვეთის თორმეტი წელი გაატარა მარტყოფში. მის სახელს უკავშირდება მარტყოფში მუსიკალური სკოლის დაარსება და ამავე სკოლის ხელმძღვანელობა თერთმეტი წლის მანძილზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩაკვეტაძე შ., ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 527

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]