შოთა ქველიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთა ქველიაშვილი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1938(1938-01-01)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 25 აპრილი, 2004(2004-04-25) (66 წლის)
გარდ. ადგილი საქართველო
სიმაღლე 177
წონა 79[1]
ქვეყანა სსრკ

შოთა ქველიაშვილი (დ. 1 იანვარი, 1938, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 25 აპრილი, 2004) — ქართველი სპორტსმენი (სასტენდო და ტყვიის სროლა). 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სსრკ და ევროპის მრავალგზის რეკორდსმენი, XVIII ოლიმპიური თამაშების (1964, ტოკიო) ვერცხლის პრიზიორი. გაიმარჯვა მრავალ საერთაშორისო შეჯიბრებაში, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაციის წევრი. 1969–1973 წლებში მუშაობდა სპორტულ-ადმინისტრაციულ ორგანოებში. 1976–1986 წლებში იყო საქართველოს სპორტული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში კათედრის გამგე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ტიტულები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაფხულის XVIII ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი (1964, ტოკიო; ნებისმიერი შაშხანა — 3 X 40, 300 მ – 1144 ქულა), ევროპის ჩემპიონი (1959, მილანი, მცირეკალიბრიანი შაშხანა — გუნდური; 1969, პლზენი, ნებისმიერი შაშხანა, წოლელა), ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1969, პლზენი, ნებისმიერი შაშხანა, წოლელა — პირადი და გუნდური), სსრკ ჩემპიონი (1961, მოსკოვი, ნებისმიერი შაშხანა, ჩოქელა; 1964, მოსკოვი, ნებისმიერი შაშხანა — 3 X 40 მ; 1968, კიევი, ნებისმიერი შაშხანა, ჩოქელა), სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1961, მოსკოვი, ნებისმიერი შაშხანა — 3 X 40 მ; 1963, მოსკოვი, ნებისმიერი შაშხანა — 3 X 40 მ; 1968, კიევი, ნებისმიერი შაშხანა — 3 X 40 მ), სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, მცირეკალიბრიანი შაშხანა — 3 X 40 მ; 1963, მოსკოვი, ნებისმიერი შაშხანა, ჩოქელა; 1967, მოსკოვი, ნებისმიერი შაშხანა, ჩოქელა), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1959, 1963; გუნდური), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1963, 1967), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში (1958) სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1964), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1967), ღირსების ორდენის კავალერი (1997).

2006 წლიდან საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაცია შოთა ქველიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირს ატარებს.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
სროლა 1959 ევროპის ჩემპიონატი
მილანი, იტალია
1st
1964 ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები
ტოკიო, იაპონია
2nd
სროლა 1969 ევროპის ჩემპიონატი
პლზენი, ჩეხოსლოვაკია
1st
სროლა 1969 ევროპის ჩემპიონატი
პლზენი, ჩეხოსლოვაკია
2nd

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]