შოთა ლომსაძე
Jump to navigation
Jump to search
შოთა ლომსაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 მაისი 1925 |
დაბ. ადგილი | ჩუნჩხა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 2003 |
საქმიანობა | პოეტი და ისტორიკოსი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
შოთა ლომსაძე (დ. 7 მაისი, 1925, ჩუნჩხა, ახალქალაქის რაიონი — გ. 2003) — ქართველი პოეტი და ისტორიკოსი, პროფესორი (1976).
სექციების სია
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩუნჩხაში, დაამთავრა ჩუნჩხის რვაწლიანი სკოლა, შემდეგ ახალქალაქის საშუალო სკოლაში გადავიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ომში გაიწვიეს. ომიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, რომელიც დაამთავრა 1950 წელს. სამცხე-ჯავახეთის საკითხებზე დაიცვა ჯერ საკანდიდატო, შემდეგ კი სადოქდტორო დისერტაცია. დაჯილდოებულია უმაღლესი სარდლობის მეორე ხარისხის ორდენით. გარდაიცვალა 2003 წელს.[1]
პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1943 წელს 392-ე ქართული დივიზიის საფრონტო გაზეთში.
ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1957 : „მესხეთის ბუხრები“
- 1959 : „დაკარგული რაფსოდიები“
- 1963 : „ჯავახური ქრონიკები“
მონოგრაფიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1964 : „მიხეილ თამარაშვილი“
- 1975 : „სამცხე-ჯავახეთი“
- 1979 : „გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან“
მასზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლეილა ბურჯანაძე, შოთა ლომსაძე - სამცხე-ჯავახეთის მემატიანე, თბ., 2006 ISBN 99940-60-11-2
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 288, თბ., 1983 წელი.