შოთა კიკნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კიკნაძე.

შოთა კიკნაძე (დ. 27 აპრილი, 1920, საღანძილე, შორაპნის მაზრა — გ. 4 აპრილი, 1998, თბილისი) — ქართველი საოპერო მომღერალი, ბარიტონი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1967)[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 1951 წელს კი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალური განხრით. 1951–1978 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.

შესრულებული აქვს პარტიები: კიაზო, მურმანი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ჩალხია (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), რობერტი, ონეგინი (პ. ჩაიკოვსკის „იოლანტა“, „ევგენი ონეგინი“), ჟერმონი, გრაფი დი ლუნა (ვერდის „ტრავიატა“, „ტრუბადური“), ფიგარო (როსინის „სევილიელი დალაქი“), დონ ჯოვანი (მოცარტის „დონ ჯოვანი“), ვალენტინი (გუნოს „ფაუსტი“), სილვიო (ლეონკავალოს „ჯამბაზები“). მონაწილეობდა ქალაქ საარბრიუკენში ზაქარია ფალიაშვილის „დაისისა“ (1973, კიაზოს პარტია) და პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალის“ (1974, ელეცკის პარტია) წარმოდგენებში; ეწეოდა საგასტროლო მოღვაწეობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საყვარელიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 514.
  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 137

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1967. №2. გვ. 45