შოთა კალანდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალანდაძე.
შოთა კალანდაძე
Შოთა კალანდაძე.jpg
ავტ. გურამ წიბახაშვილი (ფოტო გადაღებულია შოთა კალანდაძის ფილმის „გაელვებას“ გადაღების დროს)
დაბადების თარიღი 29 ნოემბერი, 1979 (1979-11-29) (40 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა რეჟისორი

შოთა კალანდაძე (დ. 29 ნოემბერი, 1979, თბილისი) — ქართველი რეჟისორი.

1995 წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ეკონომიკის ინსტიტუტში[წყარო არ არის მითითებული 164 დღე] . ამავე წელს გახდა მოქანდაკის ჯემალ შანშიაშვილის მოწაფე და 1998 წლამდე სწავლობდა ხატვას. 1998-2001 წლებში იყო მხატვარ ზურაბ ნიჟარაძის მოწაფე და სწავლობდა ფერწერას. მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მხატვრებთან დიმიტრი ერისთავთან, ედმუნდ კალანდაძესთან, თენგიზ მირზაშვილთან.

2000 წელს კალანდაძემ გადაიღო პირველი ფილმი „მიტოვებული დონჟუანი“, 2002 წელს გახმაურებული ფილმი „სიზმრების გაელვება“. ეს პირველი ავანგარდულ-ეროტიული, დრამატული ფილმი იყო ქართულ კინოში, სადაც საკმაოდ ეპატაჟური სცენა ლიკა ქავჟარაძემ ითამაშა. ამ ფილმით დაიბადა ახალი კინო მიმდინარეობა „კინო ლექსები“. „კინო ლექსის“ დროს ფილმის გადაღება მინიმალური სცენარის მიხედვით იწყება და გადაღების პროცესში ხდება საბოლოო ფილმის სცენარის დაბადება, ისევე როგორც ლექსის წერის დროს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2000: „მიტოვებული დონჟუანი“ (მელოდრამა)
  • 2002: „სიზმრების გაელვება“ (ავანგარდული ეროტიკული დრამა)
  • 2005: „უშვილო“ (დრამა)
  • 2005: „ხელოვანთა კადრები“ (მხატრული დრამა)
  • 2006: „პოეტური ჩანახატები“ (ავანგარდული დრამა)
  • 2008: „ზურაბ ნიჟარაძე სახელოსნოში“ (სერია ნოველებისა ):„პორტრეტები ფოტოდან“ ( პირველი ფილმი), „making of“ (მეორე ფილმი), „პიკო“ (მესამე ფილმი)
  • 2008: „კინო ლექსები თენგიზ მირზაშვილზე“ (დოკუმენტურ-მხატრული ფილმი)
  • 2008-2009: „ტრილოგია“. მეორე ფილმი „კადრები კოსმოსში“ (ავანგარდულ-ეროტიული დრამა)
  • 2009: „წარსული სიყვარულის გახსენება“ (მხატრული დრამა, ფილმ-ნოველების სერია)
  • 2009: „ტრილოგია“. პირველი ფილმი „ერთ ქალაქში“ (ეროტიული დრამა)
  • 2010: „კინო ლექსი ედმონდ კალანდაძეზე“ (დოკუმენტურ-ეროტიული დრამა)
  • 2010: „ინტერვიუ დედასთან“ (დოკუმენტური დრამა)
  • 2011: „კიჩი კინოკლიპები“ (ავანგარდული ეროტიული კომედია)
  • 2012: „მარიტას გარდაცვალება“ (დოკუმენტურ-ეროტიული დრამა)
  • 2012: „მედუზა გორგონა“ (ექლექტიკური ტრილოგია - ფილმი 1 — ეროტიულ-ავანგარდული დრამა)
  • 2013: „ჩემი თეატრი“ (დოკუმენტურ-ავანგარდული ფილმი)
  • 2014: „მხატვრის მუზები“ (მხატვრული დრამა ეროტიკა)
  • 2014: „ძვირფასი ცოლი“ (დრამა)
  • 2014: „დაუნდობელი ზაფხული“ (დრამა)
  • 2014: „კინო სინჯები“ (დოკუმენტურ-ეროტიული კომედია)
  • 2014: „ფანი არდანი მარჯანიშვილის თეატრში“ (დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი)
  • 2014: „ლილიტის პორტრეტი“ (მხატვრულ მისტიკური ფილმი)
  • 2015: „პოეტური სახეები გიფტზე“ (დოკუმენტურ-მხატვრული ბიოგრაფიული)
  • 2016: „საჩუქარი“ (დოკუმენტურ-მხატვრული ბიოგრაფიული)
  • 2016: „ფრაგმენტების წიგნი“ (ექლექტიკური ტრილოგია- ფილმი 2 — ეროტიულ-ავანგარდული დრამა)
  • 2019: „ვნებები შესტაკოვიჩის მუსიკაზე“ (ექლექტიკური ტრილოგია- ფილმი 3 — ეროტიულ-ავანგარდული დრამა)
  • 2019: „ფოტოგრაფია ფილმიდან“ (დოკუმენტურ-ეროტიული დრამა)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]