შოთა გორგოძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შოთა ვარლამის ძე გორგოძე
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 იანვარი, 1986 – 23 ნოემბერი, 1990
წინამორბედიგურამ ივანეს ძე გვეტაძე
მემკვიდრედილარ ხაბულიანი

შოთა ვარლამის ძე გორგოძე (დ. 10 ნოემბერი, 1932, სოფ. ზედა ილემი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) — ქართველი შინაგანი სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1988).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი. მუშაობდა ქარხანა „ელექტროგამშვებში“ საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსად, 1963–1965 წლებში საქართველოს კპ თბილისის პირველი მაისის რაიკომის ინსტრუქტორად, 1965 წლიდან — შინაგან საქმეთა სამინისტროში განყოფილების უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამმართველოს უფროსად, 1977–1986 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 1986-1990 წლებში იყო შს მინისტრი, 1987–1990 წლებში — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 1985–1990 — სპორტსაზოგადოება „დინამოს“ თავმჯდომარე. 1994–2000 წლებში — საქართველოს შსს აკადემიის რექტორი. 2001 სექტემბრიდან თადარიგშია. არის პედაგოგიურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ინფორმატიკის აკადემიების წევრი. მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (2003).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]