შოთა გაგოშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთა გაგოშიძე
დაბადების თარიღი 6 ნოემბერი, 1924
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 0 დეკემბერი, 2003 (78 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ისტორიკოსი, ჟურნალისტი

შოთა გაგოშიძე (დ. 6 ნოემბერი, 1924, თბილისი — გ. 2003) — ქართველი ისტორიკოსი, ჟურნალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1941–1945 წლებში მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1948–1953 წლებში იყო გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი; 1953 წელს ქუთაისის საოლქო გაზეთ „სტალინელის“ რედაქტორი; 1953–1956 წლებში ჟურნალ „საქართველოს კომუნისტის“ განყოფილების გამგე; 1956–1957 წლებში ჟურნალ „აგიტატორის“ რედაქტორი.1957–1964 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილე, ამავე განყოფილების გამგე 1964–1966 წლებში; 1966–1973 წლებში ჟურნალ „საქართველოს კომუნისტის“ რედაქტორი; 1973 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1981 წლიდან იყო ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის გამგე. 1976 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო 1982 წელს კი პროფესორი. მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწიფო ჯილდოები.

1971 წელს მიანიჭეს საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ჟურნალისტის წოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]