შოთა ანდღულაძის კარმიდამო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შოთა ანდღულაძის კარმიდამო — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში. დათარიღებულია XIX საუკუნის მეორე ნახევრით. კომპლექსი ყურადღებას იქცევს სამეურნეო ნაგებობებით – მათ შორისაა მასშტაბითაც შთამბეჭდავი და კონსტრუქციულადაც საინტერესო ბეღლები, რომლებიც ტრადიციული სახით დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ამავე კარმიდამოში ჯერ კიდევ დაცულია გვირგვინული გადახურვის ნიმუში, რომელშიც შვიდი „შემოვლა“ დღესაც გადარჩენილია. იგი დამაგრებულია მრავალი დამატებითი საყრდენით, ვინაიდან საფრთხე ექმნებოდა კონსტრუქციის სიმდგრადეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5222