შმაგი ბოლქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შმაგი ბოლქვაძე
2016 Summer Olympics, Greco-Roman Wrestling 66 kg - Shmagi Bolkvadze v Omid Norouzi (1).jpg
შმაგი ბოლქვაძე (წითელი მაისურით) ირანელი ომიდ ნორუზის წინააღმდეგ, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 26 ივლისი, 1994
დაბ. ადგილი ხულო
სიმაღლე 170 სმ
წონა 66 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ბერძნულ-რომაული
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო რიო-დე-ჟანეირო 2016 -66 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ბრინჯაო რიგა 2016 -66 კგ.

შმაგი ბოლქვაძე (დ. 26 ივლისი, 1994, დაბა ხულო) — ქართველი მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული სტილი). ევროპის ჩემპიონატისა (2016) და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი.

2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე შმაგი ბოლქვაძე პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ისე ავიდა, ერთი ქულაც არ დაუკარგავს. საჩემპიონო გზას მონღოლი ნოროვსურენ ამარსაიხანის ადვილად ძლევით (13:0) შეუყვა. ჩინელი ვუიუნგ ვუიუნგიც ჩამოიშორა (6:0), თურქ ჩენგიზ არსლანსა (1:0) და უნგრელ ზოლტან ლევაის (1:0) დაძაბულ ბრძოლებში აჯობა. ფინალში კი აზერბაიჯანელ რუჰინ მიკაილოვს სძლია (3:0). პირველ პერიოდში შესრულებულ ორქულიან ილეთს ბოლქვაძემ შესვენების შემდეგ ერთი ქულა მეტოქის გაფრთხილებით მიამატა. 

ლეიბის მსაჯმა მიკაილოვი პასიურობის გამო კიდევ ორჯერ გააფრთხილა, რაც ქართველი მოჭიდავის ვადაზე ადრე გამარჯვებას ნიშნავდა. შმაგიმ მწვრთნელებთან ერთად იზეიმა ოქროს მედალი, მაგრამ სამსაჯო მაგიდამ ლეიბის მსაჯის გადაწყვეტილება გააუქმა და ნამდვილი ზეიმი ნახევარი წუთით გადადო. დროის ამ მონაკვეთში ანგარიში არ შეცვლილა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]