კავკასიური ბელადონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შმაგა)
Jump to navigation Jump to search

კავკასიური ბელადონა, შმაგა (Atropa caucasica) — მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. Atropa belladona-ს მონათესავეა, მაგრამ, მისგან განსვავებით, შეუგუსავი, ლეგა ნაფიფქით დაფარული ღერო და უფრო დიდი მოიისფრო-მოწითალო ყვავილები აქვს. გავრცელებულია კავკასიაში, აგრეთვე თურქეთისა და ირანის მომიჯნავე რაიონებში. საქართველოში — კოლხეთში, ქართლსა და შიგა კახეთში. იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტყეში (განსაკუთრებით წიფლნარში), მეტ-ნაკლებად ჩრდილიან და ტენიან ადგილებში, ტყის პირებზე, ველობებზე, ნაკაფებზე, ნახანძრალებზე და სხვა.

სამკურნალო თვისებებით ბელადონას მსგავსია და სავსებით ცვლის მას (ალკოლოიდები კავკასიურ ბელადონში კიდევ უფრო მეტია). ფოთოლს აგროვებენ მაისის დამლევიდან ივლისამდე (ჩვეულებრივ ყვავილობს დაწყებისას). ფესურების შეგროვება სასურველია მაისში ან შემოდგომაზე. მოჰყავთ ღრმა, ფხვიერ, ტენიან და ნოყიერ ნიადაგზე (სასურველია კირიანი). ამრავლებენ თესლით, ფესურის ნაწილებით და კალმით. ნაყოფი შხამიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახოკია მ., ქსე, ტ. 5, გვ. 311, თბ., 1980