შლუცკრაპფენი
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
|
შლუცკრაპფენი რიკოტითა და ისპანახით | |
| ტიპი | პასტა |
|---|---|
| რიგითობა | მთავარი კერძი |
| წარმოშობის ადგილი | გერმანია და ავსტრია |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცხელი |
| მთავარი ინგრედიენტები |
პასტას ცომი და შიგთავსი |
შლუცკრაპფენი (გერმ. Schlutzkrapfen) ― ნახევარწრის ფორმის შიგთავსიანი პასტა, წააგავს რავიოლისა და პელმენებს.[1][2]
ცომი მზადდება თეთრი ან ჭვავის ფქვილისგან, რომელსაც კვერცხსა და ზეითუნის ზეთს ურევენ. ტიპური შიგთავსი მოიცავს ყველს (მაგალითად, რიკოტას, კვარკის, მოცარელას ან ბიტოს), ისპანახსა და სოკოს (მაგალითად, პორჩინისა და შანტელებს). ასევე არსებობს რეცეპტები კარტოფილის, ხორცის, ჭარხლის ან კომბოსტოს მწნილის შიგთავსით. კერძს ზოგჯერ მიირთმევენ სოკოს, პესტოს სოუსის, ძეხვის, ზღვის პროდუქტების ან ჩერის პომიდვრის გარნირითაც.
მსგავსი კერძები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შლუცკრაპფენს წააგავს კასუნციეი დოლომიტის რეგიონიდან, კასონჩელი ლომბარდიიდან და კიარსონი ფრიული-ვენეცია-ჯულიიდან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nolen, Jeremy and Jessica (2015). Schlutzkrapfen, the twin of one of Poland's most recognizable food exports. Chronicle Books, გვ. 178–179. ISBN 978-1452136486.
- ↑ Schuhbeck Alfons (2012). Meine Klassiker (de). Gräfe Und Unzer. ISBN 9783833831768.