შლაპანიცე
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
შლაპანიცე ჩეხ. Šlapanice | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Bedřichovice[1] და Šlapanice | ||||
| კოორდინატები | 49°10′06″ ჩ. გ. 16°43′39″ ა. გ. / 49.16833° ჩ. გ. 16.72750° ა. გ. | ||||
| მმართველი | Michaela Trněná[2] | ||||
| პირველი ხსენება | 1235 | ||||
| ფართობი | 14,65 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 230 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 7 915 (1 იანვარი, 2025)[3] | ||||
| საფოსტო ინდექსი | 664 51[4] და 627 00[4] | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | https://www.slapanice.cz | ||||
შლაპანიცე (ჩეხ. Šlapanice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. შლაპანიცე ბრნო-ვენკოვის რაიონში მდებარეობს. შლაპანიცეს მუნიციპალიტეტში გაერთიანებულია სოფელი ბედრჟიხოვიცე.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შლაპანიცე ქალაქ ბრნოდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 4 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი დიე-სვრატკას ხეობაშია გაშენებული. შლაპანიცეში მიედინება პატარა მდინარე რჟიჩკა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულ წყაროებში შლაპანიცე პირველად 1235 წელს არის მოხსენიებული. ქალაქის სახელწოდება ძველი ჩეხური სიტყვა „šlapan“-იდან მომდინარეობს, რაც ფეხით სიარულს, ნაბიჯების გადადგმას ნიშნავს. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ დღევანდელი შლაპანიცეს ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში. დიდი მორავიის პერიოდში (IX-X საუკუნეები) აქ სლავური დასახლება იყო.[5]
XIII საუკუნეში შლაპანიცე საკმაოდ მდიდარი დასახლება იყო, რაც განპირობებული იყო მის შემოგარენში არსებული სავაჭრო გზებით. 1430 წლის 17 მაისს შლაპანიცეს მიდამოებში გამართულ ბრძოლაში დამარცხდა ჰუსიტების ლაშქარი.
1531 წელს საღვთო რომის იმპერატორმა ფერდინანდ I-მა შლაპანიცეს რამდენიმე პრივილეგია მიანიჭა, მათ შორის იყო ყოველკვირეული ბაზრის გამართვისა და საკუთარი ბეჭდის ქონის უფლება. ამ უფლებებმა ქალაქის მომდევნო წლებში განვითარება და ზრდა განაპირობა.
XVII საუკუნის დასაწყისში შლაპანიცეში გამავალმა სავაჭრო გზებმა ქალაქ ბრნოში გადაინაცვლა, რითაც მან თავისი მნიშვნელობა დაკარგა.
XIX საუკუნეში შლაპანიცეში განვითარდა მრეწველობა. 1807 წელს ქალაქში დაარსდა იოზეფ შმალის შალის ქარხანა. 1814 წელს მეწარმე იოჰან რაიფმა და მისმა პარტნიორებმა აქ მანქანათმშენებლობის ქარხანა დააარსეს, ეს ქარხანა ორთქლზე მომუშავე ძრავებს აგებდა.[6]
1932 წლიდან ქალაქში იმართება შლაპანიცეს ფესტივალი. 1937 წლიდან 1943 წლამდე შლაპანიცეს ჰქონდა საკუთარი ელექტროსადგური, რომელიც შეშაზე, ბუნებრივ აირსა და დიზელზე მუშაობდა. 1945 წლის 24 აპრილს შლაპანიცე გაათავისუფლა წითელმა არმიამ.
1965 წელს შლაპანიცეს თანამედროვე სტანდარტების ქალაქის სტატუსი მიენიჭა. 1993 წელს დაარსდა გიმნაზია.

ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შლაპანიცეს მთავარი ღირსშესანიშნაობა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაა. თავდაპირველად ის შუა საუკუნეების გოტიკური სტილის ეკლესია იყო, რომელიც XVIII საუკუნის შუა ხანებში ბაროკოს სტილში აღადგინეს.
მნიშვნელოვანი ისტორიული შენობაა სკოლასტერია თავისი სამრევლოთი. ამ შენობაზე არსებულ რელიეფურ დაფაზე 1613 წელია ამოტვიფრული.
შლაპანიცეს მერიის შენობა 1605 წელს არის აგებული. XVIII საუკუნის ბოლოს მასში განთავსებული იყო სასტუმრო სახელწოდებით U černého orla („შავ არწივთან“), ხოლო 1869 წლიდან ქალაქის ფოსტა. 1867 წელს მერიის დღევანდელი შენობა შაქრის ქარხნის დირექტორმა ალოიზ ტაუშინსკიმ შეიძინა. შენობა მის ოჯახს ეკუთვნოდა 1945 წლამდე.[7]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალოიზ კალვოდა (1875–1934) — მხატვარი
- ფრანტიშეკ შტერცი (1912–1978) — ფეხბურთელი
- ვრატისლავ შტეპანეკი (1930–2013) — სასულიერო მოღვაწე
- ლიბუშე შაფრანკოვა (1953–2021) — მსახიობი
- ლუკაშ დოსტალი (დაბ. 2000) — ჰოკეისტი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ https://www.slapanice.cz/starosta
- ↑ Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025 — Praha: ČSÚ, 2025.
- ↑ 4.0 4.1 Register of territorial identification, addresses and real estates
- ↑ თარგი:Citace monografie
- ↑ Zámek – Město Šlapanice. ციტირების თარიღი: 2025-10-18
- ↑ Kostel Nanebevzetí Panny Marie cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2023-06-01
- ↑ Jumelages fr. Braine-l'Alleud. ციტირების თარიღი: 2023-08-06