Škoda 15T

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შკოდა 15 T)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Škoda 15T–ს პროექტი
პრაღის #9200 ვაგონის ინტერიერი
Škoda 15T-ს პროტოტიპი
Škoda 15T, #9201 პრაღაში

Škoda 15T (სავაჭრო დასახელება For City) — მრავალგანყოფილებიანი ტრამვაი, რომელიც შეიქმნა ქალაქ პლზენში, შკოდას ქარხანაში, პრაღის სატრანსპორტო გაერთიანების დაკვეთით 2005–2008 წლებში. ვაგონის კონსტრუქცია შემუშავებულ იქნა Škoda 14T-ს ნაკლოვანებათა გათვალისწინებით. ხუთსექციურმა მყარურიკებიანმა შემადგენლობამ პრაღის ქსელში სხვადასხვა შედეგი აჩვენა, უპირველეს ყოვლისა, შემადგენლობის მარჯვენა მხარეზე მაღალი და არათანაბარი დატვირთვა და ამავდროულად მოხვევის რადიუსების უკმარისობა. ამის გამო პრაღის ქსელიდან მიღებულ იქნა დაკვეთა ახალი ტიპის ტრამვაიზე, რომლის „ურიკები“ („ტელეჟკები“) უფრო მეტად მბრუნავი იქნებოდა. ტრამვაი Škoda 15T არის სამსექციური და ეყრდნობა ოთხ მბრუნავ ურიკას, რომელთაგან ორი შემადგენლობის ბოლოებშია განლაგებული, ხოლო ორი–სექციებს შორის, „გარმოშკა“ სახსრების ქვეშ. ასეთი შესახსრული შემადგენლობა ძალიან ჰგავს Tatra KT8D5, Düwag GT8 და Vario LF3, თუმცა მისი კონსტრუქცია სრულიად განსხვავებულია. განაპირა სექციების კარნიზის შემოკლებამ და ურიკების ბოლოებში გადანაცვლებამ შესაძლებელი გახადა იატაკის 100% დადაბლება.

Škoda 15T პრაღაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრაღის ტრამვაის ქსელმა 2005 წელს შეარჩია Škoda 15T-ს და ამავე წელს პლზენის შკოდას ქარხანას შეუკვეთა 250 მაღალი ხარისხის შემადგენლობა, რომელთა ჯამური ღირებულება 17 მილიარდი კრონაა. ამ ვაგონის გამოცდა პლზენსა და პრაღაში 2009 წელს მოხდა და ამავე წელს პრაღამ შკოდა 15 T ტიპის ორი შემადგენლობა მიიღო. ასეთი ვაგონებით პრაღის მომარაგება 2018 წლამდე გასტანს.

Škoda 15T რიგაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 23 მაისს რიგის ტრანსპორტის სამმართველომ შკოდასთან გააფორმა კონტრაქტი 20 Škoda 15T-ს 1,3 მილიარდ კრონად შესყიდვისა და დამატებით 32 ვაგონის შეკვეთაზე. სამსექციური ვაგონები, რომლებიც რიგისთვის დამზადდა ადაპტირებულია ადგილობრივ კლიმატზე და 1524 მმ. სიგანის ლიანდაგზე. რიგასთვის დამზადებულ Škoda 15T-ებს ეწოდა Škoda 15T ForCity Alfa Riga და ამ მარკის ოცივე ვაგონი რიგამ 2010-2011 წლებში მიიღო. მოგვიანებით ასევე აიგო ამ ვაგონის ოთხსექციური მოდიფიკაცია, რომელსაც Škoda 15T1 ForCity Alfa Riga ეწოდა. სულ ამ მოდიფიკაციის 6 ვაგონი დამზადდა, რომლებიც რიგას 2012 წელს გადაეცა.

ტექნიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიგრძე: 31,4 მ (რიგასთვის 31,6 მ)
  • სიგანე: 2,46 მ (რიგასთვის 2,5 მ)
  • სიმაღლე (přes sběrač) nad TK: 3 600 mm
  • ლიანდაგის სიგანე: 1435 მმ, 1524 მმ
  • ძაბვა: 600 V
  • ცარიელი ვაგონის წონა: 42 ტ
  • საერთო ტევადობა: 210 (5 კაცი m²–ზე)/300 (8 კაცი m²–ზე) / (რიგასთვის 318)
    • დასაჯდომი ადგილები: 61
    • დასადგომი ადგილები: 149/239
  • მოტორების სიმძლავრე: 16 x 45 kW (რიგასთვის 12 x 46,6 kW)
  • მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 60 კმ/სთ / (რიგასთვის 70 კმ/სთ)
  • მაქსიმალური სიჩქარე: 80 – 100 კმ/სთ
  • მოტორების ჯამური სიმძლავრე: 720 kW (რიგასთვის 559 kW)
  • იატაკის სიმაღლე ლიანდაგიდან: 350/450 მმ
  • მოსახვევის მინიმალური რადიუსი: 18 მ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Škoda_15T&oldid=3018509“-დან