შკედერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შკედერი
კოორდინატები: 42°56′32″ ჩ. გ. 42°58′56″ ა. გ. / 42.94222° ჩ. გ. 42.98222° ა. გ. / 42.94222; 42.98222
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3132 
ქედი კარეტის ქედი
ამგებელი ქანები მერგელოვანი ფიქალი, კირქვა და ქვიშაქვა
შკედერი — საქართველო
შკედერი
შკედერი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
შკედერი

შკედერიმთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ენგურისა და ხალდეჭალის წყალგამყოფზე, კარეტის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3132 მ. აქვს კონუსური ფორმა, მკვეთრადაა ამაღლებული ირგვლივ მდებარე მოვაკებული ზედაპირიდან. აგებულია ზედა-იურული მერგელოვანი ფიქლებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით. დასავლეთი კალთა ციცაბოა, აღმოსავლეთი — დამრეცი. შემოსილია ალპური მცენარეულობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]