შიშმარიოვის აგარაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიშმარიოვის აგარაკი
Дача Шишмарёва
კოორდინატები 59°59′01″N 30°15′32″E / 59.983545° ჩ. გ. 30.25878° ა. გ. / 59.983545; 30.25878
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი აბრაამ მელნიკოვი
დაწყების თარიღი 1824
დასრულების თარიღი 1825
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810436000

შიშმარიოვის აგარაკი (რუს. Дача Шишмарёва) — ხის აგარაკი ქალაქ სანქტ-პეტერბურგის პრიმორსკის რაიონში. შენობა მდებარეობს მისამართზე პრიმორსკის პროსპექტი 87, მდინარე დიდი ნევკის სანაპიროზე, მეტროსადგურ სტარაია-დერევნიას ახლოს. სააგარაკო ნაგებობა მიმდებარე მწვანე ზოლთან ერთად დაცულია, როგორც არქიტექტურის ფედერალური ძეგლი.

აგარაკის შენობა წარმოადგენს დღემდე შემონახულ კლასიციზმის ეპოქის ხის არქიტექტურის ნიმუშს. შენობის მთავარი ფასადის ცენტრი შემკულია ოთხსვეტოვანი კორინთული პორტიკით. მის წინ განლაგებულია მცირე ბაღი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგარაკი აგებულია 1824-1825 წლებში არქიტექტორ აბრაამ მელნიკოვის პროქტის მიხედვით. იგი ეკუთვნოდა შტაბ-კაპიტან ათანასე შიშმარიოვს, რომელიც შიშმარიოვების თავადთა საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. ამ მსხვილი სახლის მფლობელის სახელისაგან წარმოიქმნა შიშმარიოვის შესახვევის სახელი, რომელიც მდებარეობს პრიმორსკის პროსპექტსა და სკოლის ქუჩას შორის.

შიშმარიოვის აგარაკში მუდმივად იკრიბებოდნენ განათლებული ინტელიგენციის წარმომადგენლები: მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები. ზოგჯერ აგარაკს სტუმრობდა ბალერინა ეკატერინა ტელეშევა, მხატვარი ორესტ კიპრენსკი (მისთვის სპეციალურად ააშენეს სპეციალური საზაფხულო სახელოსნო) და კარლ ბრიულოვი. აგარაკის ტერიტორიაზე ბრიულოვმა დახატა ცნობილი ნახატი „დები შიშმარიოვები“, რომელიც ამჟამად ინახება რუსეთის სახელმწიფო მუზეუმში. მასზე გამოსახულია სახლის პატრონის ქალიშვილები ალექსანდრა და ოლღა.

დიდი სამამულო ომის პერიოდში აგარაკი სერიოზულად დაზიანდა. იგი გაარემონტეს 1959-1962 წლებში. 2012 წელს დაიწყო შენობის ახალი სარესტავრაციო სამუშაოები[1].

2017 წლის მონაცემებით შიშმარიოვების აგარაკის შენობაში განთავსებულია „სანქტ-პეტერბურგის საბავშვო სამხატვრო სკოლა № 17“. 1986 წელს აგარაკი გადაეცა კულტურის კომიტეტს. საბავშვო სამხატვრო სკოლის გახსნა შედგა ქალაქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით[2].

რუსეთის მთავრობის 2001 წლის 10 ივლისის დადგენილებით შიშმარიოვის აგარაკი, ასევე მიმდებარე ბაღი და გალავანი შეიტანეს სანქტ-პეტერბურგში რუსეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური ძეგლების სიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Первушина Е. В. Петербургские женщины XIX века. — СПб: Центрполиграф, 2013. — 810 с. — ISBN 978-5-227-04406-8
  • Потехина Т. В. На земле Яковлевых (Петербургские родовые гнезда как очаги русской культуры) // Четвертые открытые слушания «Института Петербурга»: Ежегодная конф. по пробл. петербурговедения, 1—2 февр. 1997 г. / Сост. Л. К. Ермолаева, И. М. Сергеева. СПб., 1997.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]