ლევან შიუკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შიუკაშვილი, ლევან)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შიუკაშვილი.
ლევან შიუკაშვილი
დაბადების თარიღი 25 მარტი, 1908
ახალციხე, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 5 იანვარი, 2000 (91 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის კონსერვატორია
მოსკოვის კონსერვატორია
საქმიანობა მევიოლინე, პედაგოგი

ლევან (ლეო) ნიკოლოზის ძე შიუკაშვილი (დ. 25 მარტი, 1908, ახალციხე — გ. 5 იანვარი, 2000)[1] — ქართველი საბჭოთა მევიოლინე და პედაგოგი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1979), სკკპ-ის წევრი 1951 წლიდან.

1925 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ვ. ვილშოუს კლასი), ხოლო 1933 წელს — მოსკოვის კონსერვატორია (პროფესორ ა. იამპოლსკის კლასი). წლების განმავლობაში ეწეოდა მრავალმხრივ საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სოლისტი და სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის მუსიკოსი (პირველი ვიოლინო). 1927 წლიდან პედაგოგია, 1933 წლიდან — თბილისის კონერვატორიაში მუშაობს, ხოლო 1950 წლიდან კი — ამავე კონსერვატორიის პროფესორია.

საქართველოს რადიოგადაცემებში, 1935-1952 წლებში, ძირითადად, თავის დასთან, პიანისტ ვანდა შიუკაშვილთან ერთად ასრულებდა ბეთჰოვენის, ბრამსის, შუმანის სონატებს და სხვა ნაწარმოებებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 9.
  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 311, თბ., 2007.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლეო შიუკაშვილი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2018.