შინაარსზე გადასვლა

შირვანის ველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შირვანის ველიმტკვარ-არაქსის დაბლობის ნაწილი აზერბაიჯანში. მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირის გასწვრივ. სიმაღლე 16-იდან 100 მ-მდე (ტერიტორია დაახლოებით ნახევარზე მეტი ოკეანის დონეზე დაბლა მდებარეობს). ნიადაგი რუხია. ხარობს აბზინდა და მლაშობურები, არის ლიმანური მდელოები. მინგეჩაურის წყალსაცავიდან გაყვანილია ზემო შირვანის სარწყავი არხი. მეცხოველეობა, სარწყავი მიწათმოქმედება (მებამბეობა, მევენახეობა).