შიო დედაბრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შიო შოთას ძე დედაბრიშვილი (დ. 30 ივლისი, 1932, ქ. ბორჯომი, — გ. 15 ოქტომბერი, 1977, თბილისი) — ქართველი არქეოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1970). მწერალ შიო არაგვისპირელის შვილიშვილი.

1957 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1960 წლიდან მონაწილეობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 1961 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის თანამშრომელი. 1977 წლიდან არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. მის სახელთანაა დაკავშირებული იორ-ალაზნის აუზის ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლების გეგმაზომიერი არქეოლოგიური გათხრების დაწყება. მან ცენტრალურ ამიერკავკასიაში გამოყო მტკვარ-არაქსის კულტურის ლოკალური ვარიანტები, გამოიკვლია ამ კულტურის კავშირი შუა ბრინჯაოს ხანის მასალასთან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზემო ალვანის შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი, კრ.: კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები, IV, თბ., 1980 (თანაავტ. რ. რუსიშვილი);
  • სადუღას ველის შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხი, იქვე, VI, თბ., 1984 (თანაავტ. რ. რუსიშვილი);
  • Памятники эпохи ранней и средней бронзы, კრ.: Труды Кахетской археологической экспедиции I, Тб., 1969;
  • Курганы алазанской долины, იქვე, II, Тб., 1979;
  • Археологические исследования на новостройках Кахетии, კრ.: Археологические исследования на новостройках ГССР, Тб., 1976 (თანაავტ.: К. Н. Пицхелаури).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]