შინაარსზე გადასვლა

შინკაი კაროხაილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შინკაი კაროხაილი
დაბადების თარიღი 23 მარტი, 1962(1962-03-23) (64 წლის)
მოქალაქეობა  ავღანეთი

შინკაი კაროხაილი[1] (პუშტუ شينکۍ ذهين کړوخېل)[2]ავღანელი პოლიტიკოსი და უფლებადამცველი,[3] რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობასა[4] და დაუცველი ბავშვების დაცვაზე. ის იყო ავღანეთის ელჩი კანადაში და 16 წლის განმავლობაში მსახურობდა ავღანეთის პარლამენტში.[5][6]

იგი დაიბადა ქაბულში, ავღანეთში, ფუშტუნი მშობლების ოჯახში. მან განათლება მიიღო ქაბულის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯში, რომელიც სამედიცინო ხარისხით დაამთავრა.[7] ასევე, მედიცინის გარდა, პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა და ფლობს დიპლომს ინგლისურ ენაში, რომელიც მიიღო ისლამაბადის (პაკისტანი) თანამედროვე ენების ეროვნულ ინსტიტუტში. ის საუბრობს სპარსულ, პუშტუ, ურდუ და ინგლისურ ენებზე.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაროხაილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში ქაბულის მოსახლეობის წარმოსადგენად, 2005 წელს ვოლესი ჯირგას დეპუტატად აირჩიეს.[8][9] ის ხელახლა აირჩიეს 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ის იყო საპარლამენტო ქალთა ჯგუფის კომიტეტის წევრი და დამფუძნებელი[6] და მუშაობდა ბიუჯეტისა და ფინანსების კომიტეტში. მათი ძალისხმევის შედეგად მთავრობამ შეიმუშავა ავღანელ ქალთა ეროვნული სამოქმედო გეგმა.

კაროხაილი იყო ქალთა უფლებების ხმამაღალი დამცველი და დაუღალავად მუშაობდა კონფლიქტის პრევენციის პროგრამებზე.[10]

1991 წელს ის სხვა წევრებთან ერთად გახდა ავღანელ ქალთა საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი,[11] სადაც თავდაპირველად პედაგოგიურ მოვალეობებს ასრულებდა, ხოლო შემდგომ წლებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. 2002 წელს ის ამ არასამთავრობო ორგანიზაციის (NGO) დირექტორი გახდა და სათავეში ჩაუდგა მის განვითარებისა და მართვის პროგრამებს. ის ასევე იყო ავღანელ ქალთა ქსელის წევრი.[6]

მან სხვა ცნობილ ოფიციალურ პირებთან და სამედიცინო პროფესიონალებთან თანამშრომლობით წამოიწყო ეროვნული კამპანია სახელწოდებით „ერთად ვებრძოლოთ კიბოს“. მისი და სხვების ძალისხმევის შედეგად, 2016 წლის ოქტომბერში, დაარსდა ავღანეთის კიბოს ფონდი და ქაბულის ჯამჰურიატის საჯარო საავადმყოფოში გაიხსნა ონკოლოგიური განყოფილება.[6]

კაროხაილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა სადავო კანონპროექტის, შიიტური ოჯახის კანონის წინააღმდეგ,[12] რომელიც, როგორც მიიჩნეოდა, ჩაგრავდა ქალებს და ართმევდა მათ ქორწინებაში არსებულ ბევრ უფლებას. მას შემდეგ, რაც ამ კანონმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, კანონპროექტში შევიდა არაერთი ცვლილება,[13] რათა ის უფრო მისაღები გამხდარიყო.

გარდა ამისა, ის იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან პირთაგან, ვინც მხარს უჭერდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტს,[14] რომელიც ავღანეთის პრეზიდენტმა 2009 წელს დაამტკიცა.[15] ის იყო ერთ-ერთი პარლამენტარი სხვა ქალ ლიდერებთან ერთად, რომლებიც სხვადასხვა დეპარტამენტს წარმოადგენდნენ, მიწვეული პრეზიდენტ ჰამიდ ქარზაის მიერ კანონის ხელმოწერის ცერემონიალზე.

2021 წელს, თალიბანის დაბრუნების შემდეგ, ის კანადაში გაიქცა, სადაც მისი შვილები ცხოვრობენ.[16] ამჟამად ის მისისაგაში ცხოვრობს.[17]

კაროხაილი ფოკუსირებულია განვითარებაზე, მედიცინაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, კეთილ მმართველობაზე, მართლმსაჯულებასა და გამჭვირვალობაზე, ადამიანის უფლებებზე, რეგიონულ თანამშრომლობასა და უსაფრთხოების საკითხებზე, ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ისევე როგორც ძალაუფლების შიდა წრეში მეტი ქალის ყოფნის ლობირებაზე.[18]

2012 წელს ქაროხაილმა მიიღო[19] აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის[20] ისტორიაში პირველი შეიხ ფატიმა ბინტ მუბარაქის ჯილდო[21] ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობისთვის.

2014 წლის მაისში მას გადაეცა მალაი ქაქარის სახელობის ადამიანის უფლებების ჯილდო, რომელიც დაფუძნებულია ქუინსში მდებარე ასოციაციის „ქალები ავღანელი ქალებისთვის“ მიერ. იმავე წლის აგვისტოში, მან ჰუმანიტარული ჯილდო მიიღო ვირჯინიაში მოქმედი ავღანელ-ამერიკელ ქალთა ასოციაციისგან.

2015 წლის დეკემბერში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, მას ანტიკორუფციული ჯილდო გადაეცა.[6]

მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მასთან ერთად კანადაში მცხოვრები 4 შვილი ჰყავს.[16][17]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.INSEAD celebrates women 2012 - Speakers – Abu Dhabi - Shinkai Karokhail (29 January 2015). ციტირების თარიღი: 2016-01-30
  2. کابل کې محکمې د فرخندې د قضیې په تړاو لومړۍ ناسته وکړه - BBC Pashto ps-AF (2 May 2015). ციტირების თარიღი: 2016-01-30
  3. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Mrs. Shinkai Karokhail MP | Parliamentarians Network for Conflict Prevention. ციტირების თარიღი: 2016-01-30
  4. Revisited - Afghanistan: In Kabul with MP and feminist Shinkai Karokhail en-US (October 2013). ციტირების თარიღი: 2016-01-30
  5. Glavin, Terry (August 3, 2017). „Why Afghanistan's ambassador to Canada was called home“. Maclean’s. ციტირების თარიღი: 5 August 2020.
  6. 1 2 3 4 5 Shinkai Karokhail | Doha Forum. ციტირების თარიღი: 2025-10-12
  7. Afghan rights campaigner Shinkai Karokhail (2012-10-15). ციტირების თარიღი: 2016-01-30
  8. Why We Need to Empower Women's Political Leadership Globally (16 July 2015). ციტირების თარიღი: 2016-01-30
  9. Parliament Of Afghanistan en. ციტირების თარიღი: 23 June 2023
  10. Warlords still rule Afghanistan « RAWA News. ციტირების თარიღი: 2016-01-30
  11. AWEC. ციტირების თარიღი: 2016-01-30
  12. Afghanistan: Law Curbing Women's Rights Takes Effect (13 August 2009). ციტირების თარიღი: 2016-01-30
  13. Afghanistan to change controversial 'rape' law - CNN.com. ციტირების თარიღი: 2016-01-30
  14. Afghanistan: Reject New Law Protecting Abusers of Women (4 February 2014). ციტირების თარიღი: 2016-01-30
  15. Section, United Nations News Service. (2013-12-08) UN News - UN reports 'slow, uneven' use of Afghan law protecting women. ციტირების თარიღი: 2016-01-30
  16. 1 2 The RUG Project - Interview - Shinkai Karokhail. ციტირების თარიღი: 2025-10-12
  17. 1 2 „After fleeing Taliban rule, many Afghans struggle to resettle, worry for those back home | CBC News“. CBC (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-05-09. ციტირების თარიღი: 2025-10-12.
  18. Rasmussen, Sune Engel (2015-05-06). „Farkhunda murder: Afghan judge sentences four to death over mob killing“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2016-01-30.
  19. Queens Group Advocates for Women's Rights in Afghanistan | The Forum Newsgroup. ციტირების თარიღი: 2016-01-30
  20. EastWest Institute | Building Trust. Delivering Solutions.. ციტირების თარიღი: 2016-01-30
  21. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Award, H.H Sheikha Fatima bint Mubarak. H.H Sheikha Fatima bint Mubarak Award. ციტირების თარიღი: 2016-01-30