შილდის წმინდა ნინოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ შილდაში, სოფლის სკოლასთან. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩაქცეულია კამარა, კონქი. ამჟამად შენობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწყობილი ხის სახურავითაა გადახურული. შენობას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. კარები გარედან შეისრულთაღიანია, შიგნიდან - სწორკუთხა. აღმით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო ოთხკუთხა ნიშაა, ხოლო ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ოთხკუთხა ტრაპეზი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]