შილდის წმინდანების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდის წმინდანების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ შილდაში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. დგას სოფელ ჭიკაანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ორ კილომეტრზე. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია აგურით სქელი კირის ხსნარზე. ძლიერ დაზიანებულია: ჩაქცეულია კამარა და კონქი, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]