შილდის ლაშარის ჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდის ლაშარის ჯვარიეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. მოგვიანებით შეულესავთ და შეუთეთრებიათ. დაზიანებულია: წაქცეულია გადახურვა, მორღვეულია კედლების ზედა ნაწილი. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული, რომლის შუაში გაჭრილია ოთხკუთხა სარკმელი. მსგავსი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. სამხრეთ კედელში მოწყობილია ღრმა ნიშა. დარბაზში დგას მასიური ტრაპეზი, რომელსაც დასავლეთიდან ნიშები აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]