შილდის ეკლესია და სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შილდას ეკლესია და სასახლეყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელი შილდის არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის მიდამოებში, გრძელ ქედად წოდებულ ადგილას.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორივე შენობა დანგრეულია. ნაგები იყო ნატეხი და რიყის ქვით კირის ხსნარზე. ეკლესიიდან შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელი და მისი მინაშენის მცირე ნაწილი. ეკლესიასთან ახლოს სასახლის კედლების ნაწილებია. სასახლე გეგმით სწორკუთხაა. შედგებოდა რამდენიმე სათავსოსგან. სასახლის დასავლეთით საწნახლის ნანგრევები და წყლის რეზერვუარის ნაშთებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]