შიდა ქალაქი (ვენა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შიდა ქალაქი)
შიდა ქალაქის გერბი
შიდა ქალაქის მდებარეობა ვენაში
ვენის სახელმწიფო ოპერა

შიდა ქალაქი (გერმ. Innere Stadt) — ვენის I მუნიციპალური უბანი (1. Bezirk). ის არის ქალაქის ისტორიული ცენტრი. 1850 წლამდე, სანამ ვენა გაფართოვდებოდა, მისი საზღვრები ემთხვეოდა დღევანდელი შიდა ქალაქის საზღვრებს. ტრადიციულად ის იყოფა ოთხ ნაწილად, რომლებიც ქალაქის ძირითად გასასვლელებს ემთხვეოდა. ესენია: Stubenviertel (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი), Kärntner Viertel (სამხრეთ-აღმოსავლეთი), Widmerviertel (სამხრეთ-დასავლეთი) და Schottenviertel (ჩრდილოეთ-დასავლეთი).

შიდა ქალაქს ყოფილი გალავნის ადგილას დღეს რინგშტრასე უვლის გარს. აქ დასაქმებულთა რიცხვი შეადგენს 100,745-ს, რაც ვენის სხვა უბნების მაჩვენებელზე მაღალია. ამის მიზეზი ტურიზმი და იქ განთავსებული ფირმების სათავო ოფისებია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიდა ქალაქი ვენის ცენტრალური უბანია. მას ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდდან ესაზღვრება ლეოპოლდშტადტი, აღმოსავლეთიდან ლანდშტრასე, ვიდენი და მარიახილფი სამხრეთიდან, ნოიბაუ და იოზეფშტადტი დასავლეთიდან ხოლო ალზერგრუნდი ჩრდილოეთიდან.

საინტერესო ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[Parts of this article were translated from German Wikipedia.]
  • "Wien - 1. Bezirk - Innere Stadt", Wien.gv.at, 2008, webpage (15 subpages): Wien.gv.at-innerestadt (in German).
  • Grabovszki, Ernst: Innere Stadt, Wien, 1. Bezirk. Verlag Sutton, Erfurt 2002, ISBN 3-89702-467-5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: Innere Stadt