შინაარსზე გადასვლა

შიგერუ მიამოტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგერუ მიამოტო
იაპონ. 宮本 茂

შიგერუ მიამოტო 2015 წელს
დაბადების თარიღი 16 ნოემბერი, 1952 (1952-11-16) (73 წლის)
სონობე, კიოტო, იაპონია
მოქალაქეობა იაპონიის დროშა იაპონია
ალმა-მატერი კანაზავას მუნიციპალური სამრეწველო ხელოვნების კოლეჯი
საქმიანობა ვიდეო თამაშების დიზაინერი
დამსაქმებელი Nintendo
მეუღლე(ები) იასუკო მიამოტო
შვილ(ებ)ი 2

შიგერუ მიამატო (იაპონ. 宮本 茂; დ. 16 ნოემბერი, 1952) — იაპონელი ვიდეო თამაშების დიზაინერი, პროდიუსერი და რეჟისორი. იგი აღიარებული ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან დიზაინერად ვიდეო თამაშების ისტორიაში. მიამატო არის ყველა დროის ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი ფრენჩაიზების ავტორი, როგორებიცაა „Mario, „The Legend of Zelda“, „Donkey Kong“, „Star Fox“ და „Pikmin“. მთლიანობაში მის მიერ შექმნილ ფრენჩაიზებზე დაფუძნებული თამაშების ერთ მილიარდზე მეტი ასლი გაიყიდა.[1]

მიამატო დაიბადა სონობეში (კიოტოს პრეფექტურა) 1952 წლის 16 ნოემბერს. დაამთავრა კანაზავას მუნიციპალური სამრეწველო ხელოვნების კოლეჯი. თავდაპირველად, სანამ ვიდეო თამაშებით დაინტერესდებოდა, მიამატო მანგას მხატვრობით იყო გატაცებული. მამის დახმარებით, 1977 წელს Nintendo-ში დაიწყო მუშაობა.[2] 1979 წელს იგი მონაწილეობდა არკადული თამაშის, „Sheriff“-ის დიზაინის შექმნაში,[3] მოგვიანებით მან ახალი პროექტი ჩაიბარა, რომელიც 1981 წელს „Donkey Kong“-ის სახელით გამოვიდა მსოფლიო ბაზარზე.[4][5][6]

მიამატოს თამაშებმა, „Super Mario Bros“ (1985) და „The Legend of Zelda“ (1986), დაეხმარა Nintendo Entertainment System-ს (NES) გამხდარიყო ლიდერი კონსოლების ბაზარზე. იგი ხელმძღვანელობდა ნინთენდოს ერთ-ერთ უმსხვილეს განყოფილებას Nintendo Entertainment Analysis & Development, რომელმაც უამრავი თამაში შეიმუშავა. აგრეთვე, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთი გავლენიანი პროექტების შექმნაში, როგორიცაა „Pokémon Red and Blue“ (1996) და „Metroid Prime“ (2002). 2015 წლის ივლისში, Nintendo-ს პრეზიდენტის, სატორუ ივატას გარდაცვალების შემდეგ, მიამატო გენიო ტაკედასთან ერთად ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას.[7]

1997 წელს „Computer Gaming World“-მა შიგერუ მიამატო, ვიდეო თამაშების დიზაინში შეტანილი წვლილისთვის, ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის მერვე ადგილიზე დაასახელა.[8] 1998 წელს იგი შეყვანილი იქნა ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის დიდების დარბაზში.[9] 2006 წელს საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის რაინდის წოდება მიენიჭა.[10] იგი ჟურნალ „Time“-ის წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის ორჯერ (2007, 2008) დასახელდა.[11][12] 2010 წელს გადაეცა ბრიტანული აკადემიის თამაშების საპატიო ჯილდო.[13] 2019 წელს, იაპონიის ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის, მიამატოს იაპონიის კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.[14] იგი პირველი ადამიანია ვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად.[15]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. MacDonald, Keza (2023-12-30). „Nintendo's design guru Shigeru Miyamoto: 'I wanted to make something weird'. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 17, 2024. ციტირების თარიღი: 2023-12-30.
  2. Paumgarten, Nick (December 12, 2010). „Master of Play“. The New Yorker. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 21, 2011.
  3. Iwata asks – Punch Out!. Nintendo. ციტირების თარიღი: February 28, 2010
  4. „Retro Diary“. Retro Gamer. Bournemouth: Imagine Publishing (104): 13. July 2012. ISSN 1742-3155. OCLC 489477015.
  5. „Arcade Action: King Kong Goes Crazy in a Cabinet“. Computer and Video Games (2 (December 1981)): 31. November 18, 1981. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 23, 2021. ციტირების თარიღი: April 23, 2021.
  6. Akagi, Masumi (2006) アーケードTVゲームリスト国内•海外編 (1971–2005). Japan: Amusement News Agency, გვ. 128. ISBN 978-4990251215. 
  7. Notice Regarding Personnel Change of a Representative Director and Role Changes of Directors. Nintendo. ციტირების თარიღი: September 15, 2015
  8. The Most Influential People in Computer Gaming(ინგლისური) // Computer Gaming World, Ziff Davis, 1997, № 159, P. 56, დაარქივებულია ორიგინალიდან (16 აგვისტო, 2000)
  9. D.I.C.E Special Awards. ციტირების თარიღი: January 22, 2017
  10. From Paris with Love: de Chevalier dans l'Ordre des Arts et des Lettres (March 15, 2006). ციტირების თარიღი: August 25, 2009
  11. Wendel, Johnathan (May 3, 2007). „The TIME 100 (2007) – Shigeru Miyamoto“. TIME Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 12, 2011. ციტირების თარიღი: May 3, 2007.
  12. „Who is Most Influential? – The 2008 TIME 100 Finalists“. TIME Magazine. April 1, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 3, 2011. ციტირების თარიღი: April 12, 2008.
  13. Beaumont, Claudine (February 24, 2010). „Shigeru Miyamoto honoured by Bafta“. London Telegraph. London: Telegraph Media Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 12, 2011. ციტირების თარიღი: March 23, 2010.
  14. Taylor, Haydn. (October 29, 2019) Shigeru Miyamoto recognised with Japanese cultural award. GamesIndustry.biz. ციტირების თარიღი: October 29, 2019
  15. 'Mario Bros.' creator Shigeru Miyamoto to be given one of Japan's highest honors (October 29, 2019). ციტირების თარიღი: October 30, 2019